ს.ზადუბროვკის თემი აგრძელებს ტაძრის დაცვას მეუ-ს რეიდერებისგან
წმინდა მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მიმართა მრევლს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სასამართლოს უარი თემის მეუ-ს შემადგენლობაში გადასვლის რეგისტრაციის გაუქმებაზე.
ჩერნოვეცკის მხარის სოფელ ზადუბროვკის წმინდა მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მიმართა მრევლს მოწოდებით, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში ზასტავნოვსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა თემის მეუ-ში დარეგისტრირების გაუქმებაზე შეტანილი განცხადება, იუწყება ჩრნოვეცკო- ბუკოვინის ეპარქიის Facebook ოფიციალური საიტი.
მამა ვიტალიმ თქვა, რომ მეუ-ს მედია რესურსზე განთავსებული ინფორმაცია, თითქოს და მათ გამარჯვებაზე - სინამდვილეს არ შესაბამება, იმდენად რამდენადაც სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 12 მაისს და ტექსტი ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული, სადაც ფორმულირებული იქნება ჩერნოვეცკო-ბუკოვინის ეპარქიის უმე-ს თემის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი. «არ არის სრული ტექსტი გამოქვეყნებული, სადაც საუბარი იქნება იმ მიზეზებზე, რის გამოც მოხდა უმე-ს თემის სარჩელის უარყოფა. მიზეზი ბევრი რამ შიძლება იყოს, მათ შორის ტექნიკურიც», – განაცხადა უმე-ს ტაძრის წინამძღვარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არ შესულა, და არც შევა ახლო მომავალში, რამდენადაც ის გასაჩივრებულ იქნება სააპელაციო სასამართლოში. და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სააპელაციო სასამართლომ შეიძლება ბათილად სცნოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მეუ-ს სასარგებლო განაჩენი გამოიტანოს.
«სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა, და ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სააპელაციო სასამართლოში, – განაცხადა სოფელ ზადუბროვკის წინამძღვარმა დეკანოზმა ვიტალი დუროვმა. – ამიტომაც ჩვენი ერთგული მრევლისთვის ყველაფერი ისე დარჩება , როგორც აქამდე იყო: ჩვენ ვაგრძელებთ ტაძარში ლოცვას, ვაგრძელებთ მორიგეობას ტაძრის დასაცავად, გავაძლიერებთ ლოცვას, მაგალითს ვიღებთ პოჩაევის ბერი იობისგან, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იბრძოდა სიმართლის დასამტკიცებლად, და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა და მიაღწია მიზანს დაეცვა პოჩაევის ლავრის სიწმინდეები. ამიტომაც არც ჩვენ ჩამოვუშვებთ ხელებს და ვიბრძოლებთ , რათა ჩვენს ტაძარში შევძლოთ ლოცვა».
როგორც მჟკ იუწყებოდა, სასამართლომ მეუ-ს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო უმე-ს თემის ,, გადასვლის ‘’ საქმეში.