სინოდი მიერ ფანარიონის ქმედებების შეფასება გახდება საფუძველი ამანი-2-სათვის

15 May 2021 23:30
31
ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: news.church.ua ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: news.church.ua

უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს  უმე შეიმეცნებს საღვთისმეტყველო  კუთხით, მომავალში   საერთო მართლმადიდებლური კრების  ჩასატარებლად.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა, მისცეს საღვთისმეტყველო შეფასება ფანარიონის "ახალ" ეკლეზიოლოგიას, რომელიც ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლის მხრიდან  სხვა ადგილობრივი ეკლესიების რაღაც განსაკუთრებული უფლებების აღიარებით.

პრეტენზიებს მსოფლიო მართლმადიდებლობაში გაბატონებულ როლზე ფანარიონის ხელმძღვანელობა ასაბუთებს  IV მსოფლიო კრების 28 კანონით.

თავის telegram-არხზე ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) წერს, რომ  ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს უმე-ს სინოდის გადაწყვეტილებას გაამახვილოს ყურადღება ამ კანონის საღვთისმეტყველო, კანონიკურ და ისტორიულ განმარტებაზე კრების საერთოეკლესიურ სწავლების კონტექსტში და მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველობის შემეცნებაზე.

ეპისკოპოს ვიქტორის სიტყვებით, ჩვენს ქვეყანაში პატრიარქ ბართლომეს მომხრეები ცდილობენ "უკრაინის საეკლესიო პრობლემის" საერთო მართლმადიდებლური მნიშვნელობიდან აქცენტი გადაიტანონ  რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის "წინააღმდეგობაზე".

ამიტომ შეცდომა იქნებოდა მეუ-სთვის ტომოსის ცალმხრივად მინიჭებაში დაგვენახა მხოლოდ პოლიტიკური მოტივები, თვლის იერარქი. "ეს კანონიკური და ეკლეზიოლოგიური დანაშაულია, რომლის მიზეზები გაცილებით ღრმად დევს იმ ძალების გეოპოლიტიკურ, დროებით გეგმებში, რომლებიც დგანან ფანარიონის ინტერესების დაცვის პრინციპებზე"-აღნიშნა უმე-ს ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსმა ვიქტორმა გაიხსენა, რომ იერუსალიმის პატრიარმა თეოფილე III-მ შესთავაზა "უკრაინის საკითხის" განხილვა ადგილობრივი ეკლესიების  წინამძღვრების ახალ შეხვედრაზე და გამოთქვა იმედი, რომ "სამეცნიერო- საღვთისმეტყველო სამუშაო, რომელიც გაიმართა კიევის სასულიერო აკადემიაში, კონსტანტინოპოლის უკრაინაში მოქმედებასთან დაკავშირებით, გახდება სასარგებლო საფუძველი მომავალი ამანი-2-სთვის".

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2021 წლის 12 მაისის შეხვედრაზე უმე-ს წმინდა სინოდმა შეფასება მისცა ფანარიონის მხრიდან  ეკლესიის ერთობის პრინციპის დარღვევას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ