გაეროში ისაუბრეს უმე-ს თემების უფლების დარღვევის შესახებ
უმე-ს მიმართ გაისმის სიძულვილის რიტორიკა მასმედიაში , ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების განცხადებებში, რაც მიუთითებს რელიგიური სიძულვილის გაღვივებაზე-სინოდი.
2021 წლის 11 მაისს სამართალდამცავი ორგანიზაციის НПО Public Advocacy («საზოგადოებრივი სამართალდაცვა») ხელმძღვანელმა ოლეგ დენისოვმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შუალედურ შეხვედრაში, სადაც ისაუბრა უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეების ნეგატიური სახის ფორმირებაზე და უმე-ს თემების უფლებების დარღვევებზე უმაღლეს რადაში ეგრეთწოდებული სახელწოდების შეცვლის კანონის მიღების გამო, გამოქვეყნდა Public Advocacy-ის საიტზე.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ადგილი აქვს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ტენდენციას ზოგიერთი სახელმწიფოების ჩარევისას რელიგიური კონფესიების საქმეებში, რაც ძირს უთხრის საზოგადოებრივი სტაბილურობის საფუძველს, რიგ შემთხვევებში საფრთხეს უქმნის რელიგიურ სამყაროს. "კერძოდ, უკრაინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, და ამდრომდე - ჩერნოგორიაში- სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებში კანონპროექტების დონეზე, ასევე ძალაში შესული კანონების მეშვეობით წახალისებულია უთანასწორობა რელიგიურ კონფესიებს შორის, და ზოგ შემთხვევაში- ახორციელებენ ღია დისკრიმინაციას, ანიჭებენ რა უპირატესობას ცალკეულ კონფესიებს და ზღუდავენ სხვის კანონიერ უფლებებს",- განაცხადა სამართალდამცველმა გაეროს კრებაზე.
დენისოვის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ეგრეთწოდებული სახელის შეცვლის კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით 12 ათასზე მეტ ორგანიზაციას ფაქტიურად წართმეული აქვს უფლება თავისუფლად განკარგოს თავისი საკუთრება, გახსნას საბანკო ანგარიშები, შეიტანოს ცვლილებები თავის წესდებაში,რადგანაც კანონის თანახმად მათი დოკუმენტები ითვლება არაკანონიერად სახელწოდების ნაწილში. "ამიტომ თემებმა, თუმცა არ დაკარგეს თავისი იურიდიული პირის სტატუსი, მაინც ფაქტიურად დამარცხებული არიან თავის სამოქალაქო უფლებებში, მოკლებული არიან შესაძლებლობას იყვნენ სამოქალაქო პროცესის სრულფასოვანი წარმომადგენლები",- თქვა სამართალდამცველმა.
მან გაეროში განაცხადა, რომ აუცილებლობა იმისა, რომ შეცვალონ რელიგიური ორგანიზაციის სახელწოდება მისი მონაწილეების თავისუფალი ნების გარეშე არღვევს მორწმუნეების კანონიკურ, ისტორიულ და რელიგიურ იდენტობას, ასევე უფლებას სარწმუნოების თავისუფლებაზე, რომელიც გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით. "უეჭველია, რომ მორწმუნეებს უნდა ჰქონდეთ უფლება შეინარჩუნონ თავისი რელიგიური თემების ისტორიული სახელწოდება, და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის ცხოვრების ამ სფეროში",-განაცხადა დენისოვმა.
სამართალდამცველმა დიპლომატების ყურადღება მიიქცია იმაზე, რომ ზოგიერთ საერთაშორისო დოკუმენტებში, კერძოდ, გენოციდის ანალიზისა და პროფილაქტიკის სახელმძღვანელოში, რომელიც დამუშავდა გაეროს გენერალური მდივნის კანცელარიაში,- მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გამოყოფა და მარკირება როგორც პოტენციალური მსხვერპლის ან მიზნის, დაფუძნებული რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით- მოწმობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მაღალ რისკზე.
"ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში ნეგატიური სახის ფორმირებაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების, როგორც რუსეთის ფედერაციის მომხრეების, უკრაინაში აღიარებულ სახელმწიფო-აგრესორად, შეერთებული სიძულვილის რიტორიკა მასმედიაში და ჩინოვნიკებისა და სხვადასხვა დონის პოლიტიკოსების მიერ- ცხადყოფს რელიგიური მტრობის გაღვივებას ამ ჯგუფის მორწმუნეების მიმართ, რაც იწვევს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რეაქციას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან",- დაასრულა НПО Public Advocacy-ის ხელმძღვანელმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ევროპის საერთაშორისო ირგანიზაციებში, ეუთო-ს შეხვედრის მონაწილეებს მოუთხრო ანტიეკლესიურ კანონებზე, რომლებიც მიიღეს უკრაინაში.