პოლიცია იძიებს მოწოდებას უმე-ს „მონასტრების გაწმენდაზე“ ივან-ფრანკოვსკში
ქალაქის მერის მრჩეველი ნაზარ იშაკი დაკითხეს პოლიციაში როგორც ეჭვმიტანილი რელიგიური შუღლისა და ზიზღის გაღვივებაში. დაწყებულია წინასასამართლო გამოძიება.
პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმის წარმოება ივან-ფრანკოვსკის მერის მრჩეველის ნაზარ კიშაკის Facebook-ზე მიმართვის გამო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „მონასტრების გაწმენდისა“ და „მღვდელთა განდევნის“ შესახებ, იუწყება «Галка».
2021 წლის 21 აპრილის პუბლიკაციაში თავის გვერდზე კიშაკი წერდა: „აუცილებელია ყველა მოსკოვის მონასტრის „გაწმენდა“ არა მარტო კარპატების მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მთელ უკრაინაში, სანამ ზუსტად მათგან არ მივიღებთ ზურგში დარტყმას! ერთ-ერთი ასეთი სპეციფიური რელიგიური დაწესებულებაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი ჩერნოვოლის ქუჩაზე, ფრანკოვსკის პირდაპირ შუაგულში“.
რამდენიმე დღის შემდეგ, 27 აპრილს, ივან-ფრანკოვსკის ოლქის რეგიონალური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით, გათვალისწინებული უკრაინის კანონმდებლობის 161 სტ. 2 ნაწილით (მიზანმიმართული ქმედებები ნაციონალური, რასობრივი ან რელიგიური მტრობისა და ზიზღის გასაღვივებლად).
მალევე კიშაკმა გამოაქვეყნა მეორე პოსტი, სადაც განაცხადა, რომ არ მოუწოდებდა ფიზიკური ძალადობისკენ. თუმცა მერის მრჩეველი უკვე დაკითხული იყო პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში. კანონმდებლობის თანახმად, დამნაშავეს ემუქრება ჯარიმა 500-დან 1000-მდე მოქალაქეთა შემოსავლების მინიმუმის ოდენობით დარიცხვის გარეშე ან 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევით ან გარკვეული საქმიანობის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.
მანამდე ივან-ფრანკოვსკის მერმა რუსლან მარცინკივმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „მღვდლები“ მღეროდნენ «ჩვენი მამა ბანდერაა».