,,5 არხის’’თანამშრომელმა მეუ-ს მოუწოდა დაიცვას წართმეული ტაძარი ზაბოლოტიეში

12 May 2021 23:40
20
ვიტალი გაიდუკევიჩი – «5 არხის» თანამშრომელი და პოლიტიკური საბჭოს «ევროპული სოლიდარობის» წევრი  . ფოტო:  facebook.com/v.gaydukevich ვიტალი გაიდუკევიჩი – «5 არხის» თანამშრომელი და პოლიტიკური საბჭოს «ევროპული სოლიდარობის» წევრი . ფოტო: facebook.com/v.gaydukevich

,,ევროპული სოლიდარობის’’ წევრმა ვიტალი გაიდუკევიჩმა თქვა, რომ პოლიცია არ დახმარებია მეუ-ს უმე-სთვის ტაძრის წართმევაში და ამიტომ მათ ძალის გამოყენება მოუწევთ.

მეუ-ს სხვა გზა არ აქვს, თვითონ უნდა ,,გამოიყენოს ძალა’’, რომ შინარჩუნოს უმე-სთვის წართმეული ტაძარი სოფელ ზაბოლოტიეში, განაცხადა პოროშენკოს ცენტრალური პოლიტიკური საბჭოს წევრმა და ,,5 არხის’’ წამყვანმა ვიტალი გაიდუკევიჩმა თავის Facebook გვერდზე.

გაიდუკევიჩი აღაშფოთა უმე-ს თემის ,,უკანონო’’ საქციელმა, რომელიც შეეწინააღმდეგა საკუთარი ტაძარი დაეთმო რეიდერებისათვის. მან თავის უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ტაძარი დალუქეს ,და დაწერა, თითქოს ეს პირადად ავაკოვის დავალებით გაკეთდა.

უმე-ს მრავალრიცხოვან მრევლს ,,5 არხის’’  წამყვანმა უწოდა ,,რუსეთის საპატრიარქოს აგენტურა’’,  ,,ათეულობით აგრესორი’’, ,,რუსი მღვდელების რელიგიური შენაერთები’’. სინამდვილეში კი უმე-ს მრევლის ყველა წევრი უკრაინელია და სოფელ ზაბოლოტიეს მკვიდრია.

გაიდუკევიჩმა აღნიშნა, რომ მეუ-ს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა ,,საკუთარი ძალებით დაიცვას უმე-სთვის წართმეული ტაძარი ზაბოლოტიეში’’ , რამდენადაც მისი სიტყვებით ,,პოლიცია კანონდამრღვევების პოზიციას იზიარებს’’.

პოროშენკოს თანაპარტიელის პოსტის ქვეშ დაწერეს, რომ არა მხოლოდ ზაბოლოტიე, არამედ ვარაშიც (უახლოესი რაიონული ცენტრი - რედ. შენ. )  ,,საკმაოდ გასაწმენდია’’. ,, ეს ობი ყველგან არის მოდებული’’ ,– უპასუხა გაიდუკევიჩმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 10 მაისს მეუ-ს წევრებმა სოფელ ზაბოლოტიეში ადგილობრივი დეპუტატების დახმარებით უმე-ს ტაძარი წაართვეს. მეუ-ს აქტივისტებთან მოლაპარაკების შედეგად კანონიკური ტაძარი დალუქეს და გასაღები პოლიციას გადასცეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ