კულტურის მინიტრმა თავის მოსაზრება გამოთქვა უმე-ს სახელის გადარქმევაზე
უმე-ს სახელის გადარქმევის კანონის მიღებასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრს ნეიტრალური მდგომარეობა უჭირავს.
დიალოგი - არის საუკეთესო საშუალება კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, თვლის უკრაინის ინფორმაციული პოლიტიკისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო. ამის შესახებ მან განაცხადა «რადიო თავისუფლებასთან» -სთან ინტერვიუში, როდესაც საუბრობდა უმე-ს სახელის გადარქმევაზე.
ტკაჩენკომ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას ნეიტრალური პოზიცია უჭირავს და საჭიროდ არ თვლის «რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი», რათა ,, არაკეთილმოსურნეს’’ არ მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს წარმოქმნილი სიტუაციით.
მინისტრის სიტყვებით, ქვეყანაში რელიგიური თვალსაზრისით ურთიერთქმედება იმდენად «ნორმალური, მშვიდი და კორექტულია», რომ აოცებს თავისი ტოლერანტობით ბევრ ჩვენს დასავლელ პარტნიორს.
«საეჭვოა მსგავსი ურთიერთობა სადმე იპოვოთ», – ირწმუნება ტკაჩენკო.
«პერიოდულად ხდება დისკუსია, მაგრამ ეს არ სცდება ზღვარს», – ხაზი გაუსვა მან.
ადრე მჟკ-მ იუწყა, რომ 2021 წლის 1 აპრილს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მრევლმა პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა მიმართვა დაახლოებით 1 063 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი, მიმართვა ეხებოდა უმე-ს ეკლესიის დევნასა და ასევე სახელის გადარქმევის კანონის გაუქმებას.