სახელმწიფო მდივნის სიტყვებს მიტაცება მოჰყვა ზაბოლოტიეში - უმეს იერარქი

11 May 2021 20:30
26
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: Vz.ua ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: Vz.ua

ტაძრის მიტაცებაში მონაწილეობდა ადგილობრივი ხელისუფლება, "მუნიციპალური დაცვის" წარმომადგენლები,ასევე ისინი, ვისაც არ აქვთ ურთიერთობა ტაძართან და შეიკრიბნენ ვაიბერ-ჯგუფში.

ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციაში უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Telegram-გვერდზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებს, რომელიც მან უთხრა მეუ-ს მეთაურს ეპიფანე დუმენკოს, მისი კიევში ვიზიტის დროს, მოჰყვა უმე-ს ტაძრის მიტაცება ზაბოლოტიეში.

"რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვწერდით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვები  "სინდისის თავისუფლების საფუძველზე ხელოვნური  დაბრკოლების აღმოფხვრა, რათა თემებმა თავისუფლად შეძლონ  საკუთარი კუთვნილების გარკვევა", თქმული მის მიერ ახლახანს უკრაინის დედაქალაქში, შესაძლოა გახდეს ცალკეული უკრაინელი ჩინოვნიკების მიერ აღქმული როგორც "ბრძანება მოქმედებისკენ, რაც გამოიწვევს ახალს ტალღას უმე-ს ტაძრების მიტაცებაში". და დღეს გახდა ცნობილი, რომ სოფელ ზაბოლოტიეში...მოხდა მართლმადიდებლური ტაძრის მორიგი მიტაცება მეუ-ს აქტივისტების მიერ...ორი რაიონული დეპუტატის და "მუნიციპალური დაცვის" წარმომადგენლთა უშუალო მონაწილეობით",-დაწერა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

უმე-ს იერარქმა ზაბოლოტიეში ტაძრის მიტაცების რამდენიმე ფაქტორს მაშინვე მიაქცია  ყურადღება.

"ტაძრის მიტაცების მონაწილეები იკრიბებოდნენ ვაიბერ-ჯგუფებში. ანუ, თვით ტაძართან, ისევე, როგორც რელიგიურ თემთან, რომელიც იკრიბება ტაძარში, ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არა აქვთ".

"ტაძარზე იყო მოხსნილი საკეტები, რაც უკვე შეიძლება მივაკუთვნოთ მოქმედი კანონმდებლობის დანაშაულს, მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლებს კი უბრალოდ არ უშვებენ ტაძრის შიგნით".

მესამედ, "მონაწილეობა ასეთ კანონსაწინააღმდეგო საქმეში მიიღეს სახალხო რჩეულებმა, რომლებსაც, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ერთნაირი დამოკიდებულება  უნდა ჰქონდეთ ყველა კონფესიების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდნენ ისინი, ვინც  უნდა იცავდეს წესრიგს -  "მუნიციპალური დაცვის" წარმომადგენლები.

მისი სიტყვებით, ყველა ეს ფაქტი იწვევს კითხვას- "ეს არის "სინდისის თავისუფლების პრინციპი", რომელზეც საუბრობდა ოკეანესგაღმელი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, თუ ეს "დაბრკოლების დაძლევაა" "ამ პრინციპების" გზაზე?"

"ამ ორი კითხვის დამადასტურებელი პასუხის შემთხვევაში, ხდება გასაგები, რომ "დაბრკოლებას"   წარმოადგენს თვით მეუ. და ეს "დაბრკოლება" ნამდვილად სერიოზული და დიდია, იმიტომ რომ დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რჩება ყველაზე დიდ კონფესიად უკრაინაში",-აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს იერარქმა განაცხადა, რომ ბლინკენის სიტყვები შეიძლება მიიღონ როგორც მოწოდება ტაძრების ახალი მიტაცებისკენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ