სსუგ-ს თავჯდომარის მოადგილემ განმარტება გააკეთა რფ-ის დოკუმენტების არსებობის შესახებ

13 April 17:00
1719
დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი. ფოტო: сайт ОВЦС დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი. ფოტო: сайт ОВЦС

დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა თავისი სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური და  სსუგ-სთან დაკავშირებული უწოდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების  თავჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა განაცხადა, რომ უკანონო საქმიანობის ბრალდებები, რომელიც მას წაუყენეს, უსაფუძვლო და აბსურდულია, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაკავშირებულია პოლიტიკასთან,- იუწყება სსუგ-ს საიტი.

უმე-ს სპიკერმა დაწერა, რომ უახლოეს დროში შედგება აღმკვეთი ღონისძიების სასამართლო და აღნიშნა, რომ ეჭვის აღძვრა-ნაბიჯია იმისათვის, რომ მოხდეს  მისი  საერთაშორისო ურთიერთობების საქმიანობის მოვალეობის შესრულებისა და (უმე) რელიგიური ორგანიზაციაში საქმიანობის ჩარევისაგან იზოლირება.

დანილევიჩმა განაცხადა, რომ პროცესუალურ დარღვევად მიიჩნევს ჩხრეკის შედეგად გადაღებული სურათების დადებას, მაგრამ შეეცადა აეხსნა, როდის აღმოჩნდა მასთან რუსეთის ფედერაციაში გაცემული დოკუმენტები. 

„რაც შეეხება ჩემს სახელზე გაცემულ რუსეთის ისტორიული ბიბლიოთეკის მკითხველის ბილეთის ფოტოს. დიახ, მე ვიყავი სტუდენტი და ვსწავლობდი 1998 და 2003 წლებს შორის მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, და როგორც სტუდენტს მქონდა მკითხველის ბილეთი ბიბლიოთეკაში. ეს არის  ფაქტი ჩემს ბიოგრაფიაში, და არაფერი არაკანონიერი ამაში არ არის.

რაც შეეხება სადაზღვევო(საპენსიო) მოწმობის ფოტოს რფ-დან, თითქოს მე მაქვს რუსეთის მოქალაქეობა. არასდროს არ მქონია მე რუსეთის მოქალაქეობა, რაზეც ადრეც ვამბობდი. მე ვსწავლობდი და ვცხოვრობდი რუსეთში ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე და, როგორც უცხოელს, მქონდა შესაბამისი რეგისტრაცია და დაზღვევა ამ ქვეყანაში.  ისევე, როგორც დღეს მილიონობით უკრაინელებს, რომლებიც როგორც დევნილები გავიდნენ საზღვარგარეთ, კერძოდ ევროპის ქვეყნებში, ასევე მასპინძელ ქვეყნებში აფორმებენ მსგავსს დოკუმენტებს, რჩებიან რა ამავე დროს უკრაინის მოქალაქეებად.

რაც შეეხება რფ-ს დიპლომატიურ აკადემიაში გავლილი ინგლისური ენის მოკლე კურსის დოკუმენტის ფოტოს. ეს იყო ინგლისური ენის დაწყებითი დონის  ჩვეულებრივი კურსები, რომლებსაც მე  ვესწრებოდი და რომლებიც ფიზიკურად იკითხებოდა ხსენებულ სასწავლო დაწესებულებაში, და მეტი არაფერი,-დაწერა სსუგ-ს თავჯდომარის მოადგილემ.

  ასევე მან დაამატა, რომ უმე-ს სამრევლოების გახსნა საზღვარგარეთ, რომელიც უსს-მ წაუყენა მას ბრალდებად, მიმდიმარეობს უმე-ს სინოდის 27.05.2022 წლის გადაწყვეტილებით, და არავითარი პრორუსული ნარატივი მათში არ ვრცელდება.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 12 აპრილს დეკანოზ დანილევიჩს უსს-მ წაუყენა ბრალდება უკრაინის სისხლის სამართლის ორი მუხლით. ეს  ნაწ.2. 161 მუხ. (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასობრივი, ნაციონალური, რეგიონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსისა და სხვა ნიშნების მიხედვით) და ნაწ.2. 436 მუხ. (რფ-ს უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის გამართლება, მისი მონაწილეების განდიდება).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ