პარიზში 1500 რუმინელმა მიიღო მონაწილეობა ჯვართაყვანისცემის საკვირაო ლიტურგიაში
კვირის მსახურებაზე რუმინეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსი მაკარი ესაუბრა 1500 -ზე მეტ დამსწრეს წმინდა ჯვრის სულიერ მნიშვნელობაზე.
1500 -ზე მეტმა რუმინელმა მიიღო მონაწილეობა ჯვართაყვანისცემის საკვირაო ლიტურგიაში, რომელსაც უხელმძღვანელა ჩრდილოეთ ევროპის რუმინეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსმა მაკარმა პარიზის გარეუბანში.
ღვთისმსახურება ჩატარდა ქალაქ კურბევუას სამი წმინდანის სახელობის ტაძარში, რომელსაც აქვს სატრანსპორტო კავშირი პარიზთან მეტროს საშუალებით (მეტროპოლიტენის 7 ხაზი, ბოლო გაჩერება La Courneuve).
საკვირაო წირვაზე ჩრდილოეთ ევროპის ეპიესკოპოსი მაკარი 1500-ზე მეტ დამსწრეს ესაუბრა წმინდა ჯვრის სულიერ მნიშვნელობაზე.
„მხოლოდ ჯვრის მეშვეობის შეგვიძლია ჩვენ ავმაღლდეთ ზეცამდე“. ჯვარი სამოთხის კიბეა. მხოლოდ ჯვრის მეშვეობით შეგვიძლია ზეცამდე მისვლა“,-თქვა იერარქმა.
მან მორწმუნეებს გაახსენა მორწმუნე ავაზაკი, ჯვარცმული ქრისტეს მარჯვნივ, „რომელმაც მოინანია და თავისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში სინანულის ცრემლებით ევედრებოდა უფალს: სასუფეველსა შენსა მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“. „და უფალმა გაუღო მას ზეცის კარი“,-გაიხსენა ეპისკოპოსმა.
სამრევლოს მღვდელმა ფილიპე მირჩამ იერარქისგან მადლიერების ნიშნად საჩუქრად სამკერდე ჯვარი მიიღო -პარიზის რუმინული თემისადმი მისი თავდადებული მსახურებისათვის.
ადრე მჟკ წერდა, რომ რუმინელმა მღვდლებმა იტალიაში განიხილეს ნარკომანიის პრობლემა ევროპაში.