პოროშენკომ „უკრაინის ეკლესიის“ საკითხში ზელენსკისთვის „წითელი ხაზი“ გაავლო
სახალხო დეპუტატი პეტრე პოროშენკო მმართველი პარტიისგან ითხოვს, რომ ის „ნაციონალური იდენტობის საკითხში“ არანაირ დათმობებზე არ წავიდეს.
„ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა და ექს-პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკისთვის ხუთი „წითელი ხაზი“ გაუსვა, რომელთა შორის ეკლესიის საკითხიც არის.
თავისი მოთხოვნები პოროშენკომ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
მათ შორისაა: არ შეიცვალოს უკრაინის კურსი ევროსოლიდარობასა და ნატოში, არ ჩატარდეს არჩევნები დონბასში ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენამდე, დაუშვებელია კომპრომისები ყირიმში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილი უნდა იყოს სარჩელები.
ეკლესიის საკითხი პოროშენკომ დააყენა მეორე ადგილზე ევროსოლიდარობასა და ნატოში უკრაინის კურსის შემდეგ.
„მეორე „წითელი ხაზი“. არავითარი დათმობა ნაციონალური იდენტობის საკითხში, სწორედ უკრაინული ენისა და უკრაინის ეკლესიის საკითხებში. თავისი ოცნებები პუტინმა გაიმეორა სულ ახლახანს, გასულ კვირას. და ნახეთ, ამასთან სინქრონულად გააქტიურდნენე „მსახურები“, რომლებიც კვლავ ცდილობენ რევიზიის ჩატარებას ენის კანონმდებლობაში“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მანამდე პოროშენკო ინიცირებდა კანონპროექტს რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ „სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო“. როგორც პოლიტოლოგმა კონსტანტინე ბონდარენკომ აღნიშნა, ამით პოროშენკომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ „ითამაშოს თავის ელექტორულ ველზე, რომ მობილიზება გაუკეთოს თავის ელექტორატს, თავად კი პატრიოტის როლში წარდგეს“.