მრევლმა ქალებმა ს. ზაპადნიცაში მეუ-ს ტაძრის მიტაცების უფლება არ მისცეს

09 April 20:37
1173
უმე-ის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დაკავების მცდელობა სოფ. ზაპადნიცაში, 2024 წლის 6 აპრილი. ფოტო: коллаж СПЖ უმე-ის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დაკავების მცდელობა სოფ. ზაპადნიცაში, 2024 წლის 6 აპრილი. ფოტო: коллаж СПЖ

მამაცმა მრევლმა ტაძრის კარის წინ დაიჩოქა და შეურაცხყოფისა და მუქარის მიუხედავად, აქტივისტებს ტაძარში შესვლის საშუალება არ მისცა.

2024 წლის 6 აპრილს ხმელნიცკის რეგიონში მდებარე სოფ. ზაპადნიცაში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დაკავების მცდელობას ჰქონდა ადგილი.  მამაცმა მრევლმა წინააღმდეგობა გაუწია სოფლის მეთაურის კონსტანტინე ვალენტინას ხელმძღვანელობით, მეუ სასულიერო პირებს და სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეო ჩანაწერი ადგილიდან ხმელნიცკის ეპარქიის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.

მეუ-ს წარმომადგენლები პოლიციის თანდასწრებით ცდილობდნენ ტაძრის ხელში ჩაგდებას.

„პოლიცია არის“, - მიუთითა ამ სტრუქტურის სასულიერო პირმა სამართალდამცავებზე, რომლებიც ცდილობდნენ სალოცავში შესვლას.

„თუნდაც იყოს პოლიცია, სალოცაში სესვლას შეძლებთ თუ გადამაბიჯებთ. ფეხები შემახოცეთ, მომკალით, აქედან არ წავალ’’- უპასუხეს ქალებმა.

მამაცი მორწმუნეები, მიუხედავად შეურაცხყოფისა და მუქარისა, დარჩნენ თავიანთ ტაძართან და დაჩოქილები არ აძლევდნენ დამპყრობლებს შიგნით შეჭრის ნებას.

„ჯოჯოხეთში დაიწვით, კოლაბორანტებო! – გაბრაზდა  სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი. "ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ციხეში ჩაგსვამდით."

ადრერ, 2023 წლის 7 ნოემბერს, კრასილოვსკის საქალაქო საბჭომ გამოაქვეყნა გზავნილი ქსელში რელიგიური თემის მეუ-ს სტრუქტურაში სავარაუდო გადაცემის შესახებ. ხმელნიცკის ეპარქიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მართლმადიდებლურ საზოგადოებას არ მიუღია გადაწყვეტილება კანონიკურ და ორგანიზაციულ საკითხებში დაქვემდებარების შეცვლის შესახებ.

როგორც მჟკ წერდა, უმე-ის ხმელნიცკის ეპარქიამ უარყო ინფორმაცია 300 თემის მეუ-ში გადასვლის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ