პოგრებინსკი ბლინკენისა და მეუ-ს შეხვედრაზე: განხეთქილების კურსი გაგრძელდება

09 May 2021 23:00
32
უკრაინელი პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო: rian.com.ua უკრაინელი პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო: rian.com.ua

ვინც არ უნდა იყოს ამერიკის სახელმწიფოს მეთაური, ის განახორციელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესუსტების პოლიტიკას, თვლის პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი.

პოლიტიკური კვლელვებისა და კონფლიქტოლოგიის კიევის ცენტრის დირექტორის, პოლიტოლოგ მიხეილ პოგრებინსკის აზრით, ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები ატარებენ უკრაინის მართლმადიდებლობის განხეთქილების თანმიმდევრულ ხაზს და ამ კურსის მხარდაჭერა განხორციელედება მიუხედევად იმისა, ვინ იქნება თეთრ სახლში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში პოლიტოლოგმა განმარტა, რომ ვაშინგტონი „აღიქვამს აღმოსავლეთის ქრისტიანობას როგორც მსოფლიოში მისი დომინირების დაბრკოლებას“. ვინაიდან ამერიკის გავლენის ორბიტაში მყოფი უკრაინა მიეკუთვნება მართლმადიდებლური ტრადიციის სახელმწიფოებს, ამიტომ თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაციის მიზანი  იგივეა - „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილება და დასუსტება“.

„ამისთვის სპეციალურად შეიქმნა პოლიტიკური სტრუქტურა ეპიფანეს მეთაურობით.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვდა მას როგორც პოლიტიკოსს და არა როგორც რელიგიურ ლიდერს“, - ხაზი გაუსვა უკრაინელმა ექსპერტმა.

ამიტომ არ ღირს ამ შეხვედრის მნიშვნელობის გადაჭარბება, აღნიშნა პოლიტოლოგმა. „რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანია უკრაინის ეკლესიის საქმეებისთვის, მაგრამ ყველაფერი ბლინკენზე არ არის დამოკიდებული. პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები  მნიშვნელოვანი იქნება. მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება ველოდოთ სიგნალებს, რომლებიც დაგვეხმარებიან  უკრაინის მართლმადიდებლობის მოვლენების შემდგომი განვითარების პროგნოზირებაში“, - დაასკვნა მიხეილ პოგრებინსკიმ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის უფროსმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ვარაუდი გამოთქვა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების აშკარა დაცვა აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის მიერ, ზოგიერთმა უკრაინაელმა მოხელემ აღიქვა როგორც ბრძანება მოქმედებებისკენ, რომლებიც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ტაძრების მიტაცებას პროვოცირებენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ