პატრიარქმა თეოფილემ უპასუხა კათოლიკებთან ერთად აღდგომის აღნიშვნის მოწოდებას

07 May 2021 23:15
16
პატრიარქი თეოფილე III. ფოტო: ippo.ru პატრიარქი თეოფილე III. ფოტო: ippo.ru

პატრიარქმა თეოფილე III აღნიშნა ქრისტიანთა ერთობის მნიშვნელობა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საერთო პასქალიის განმარტებაზე უკვე არსებობს მტკიცე პასუხი.

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III ვატიკანის გამომცემლობასთან Losservatore Romano ინტერვიუში კომენტარი გააკეთა აღდგომის აღნიშვნის მოწოდებებზე სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ერთად.

პატრიარქმა აღნიშნა ქრისტიანთა ერთობის მნიშვნელობა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საერთო პასქალიის განმარტებაზე უკვე არსებობს მტკიცე პასუხი.

„მოდით აღვადგინოთ ჩვენი ერთობა იმ საფუძველზე, რომელიც  რწმენის აღიარებითა და მიღებით შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. სწორედ ნიკეის კრებაზე  325 წელს დადგინდა აღდგომის დღესასწაულის გამოთვლა, რომელსაც ჩვენ დღემდე მივყვებით, - განაცხადა პატრიარქმა. - რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება საერთო თარიღი, მაგრამ ამავე დროს სერიუზულად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ბიბლია შედგება როგორც მოსეს კანონისგან, ასევე ახალი აღთქმისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს პროცესი მოსეს კანონიდან ქრისტეს მცნებებამდე. ჩვენ არ გვაქვს უფლება შევცვალოთ ან დავამახინჯოთ წმინდა ისტორიის სვლა, ეს კი ნიშნავს, რომ ქრისტიანული აღდგომა უნდა დადგეს ებრაელთა პასექის შემდეგ“.

მანამდე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კომენტარი გააკეთეს ფანარის წარმომადგენლის გამონათქვამზე რეფორმის ჩატარებისა  და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ერთად აღდგომის აღნიშვნის ერთიანი თარიღის დადგენის მზაობის შესახებ.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ფანარმა მხარი დაუჭირა კალენდრის რეფორმასა და რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად აღდგომის აღნიშვნას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ