დუმენკომ და ბლინკენმა განიხილეს, როგორ დაეხმარონ "გადასვლაში"უმე-დან მეუ-ში
უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდა მეუ-ს მეთაურს ეპიფანე დუმენკოს.
2021 წლის 6 მაისს აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ჩამოსულია ორდიღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ესტუმრა მეუ-ს წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარს კიევში, სადაც ესაუბრა ეპიფანე დუმენკოს.
როგორც მეუ-ს პრეს-სამსახური იუწყება, " ბატონ ბლინკენის ვიზიტის მოკლე და დატვირთული პროგრამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დროში მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრის დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ფორმირების საკითხს, სინდისის თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით თავისუფალ გარემოში ხელოვნური დაბრკოლებების მოხსნის, თემების საკუთარი კუთვნილების განსაზღვრების მნიშვნელობას".
ეპიფანემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სახით ამერიკულ მხარეს უკრაინის მყარი მხარდაჭერისათვის გარე გამოწვევების დაძლევაში და "სინდისის თავისუფლების დაცვის საკითხებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე", ხაზი გაუსვა "უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის საკითხებში აშშ-ს განსაკუთრებული მცდელობების მნიშვნელობას" და განიხილა სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურთან შემდგომი ორმხრივი კონტაქტების გეგმა.
ავღნიშნავთ, რომ ბლინკენის კიევში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა არ ითვალისწინებს შეხვედრას უკრაინის სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, გარდა მეუ-ს.
ადრე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა დუმენკოსთან განიხილა სარწმუნოებათაშორისი სიტუაცია ქვეყანაში.