პოლონეთში ლგბტ-ს კრიტიკისათვის შესაძლებელია სამი წლით დაგაპატიმრონ

06 April 16:11
744
პოლონეთისა და ლგბტ დროშა. ფოტო: lifesitenews.com პოლონეთისა და ლგბტ დროშა. ფოტო: lifesitenews.com

პოლონელი კონსერვატორების აზრით, ახალი კანონპროექტი მიმართულია იმისკენ, რომ აიძულონ შეწყდეს საზოგადოებრივი დებატები ლგბტ-ს საკითხებზე.

პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა პროექტი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების, რომლის თანახმად ლგბტ-ს კრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს პატიმრობა სამი წლით.

ცვლილებები პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსში აფართოებს კანონების მოქმედებას "მტრის ენაზე" და შეიცავს  "სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისათვის" მიყენებული შეურაცხყოფისათვის სასჯელს.

ახალ კანონპროექტში ნათქვამია, რომ "შემოთავაზებული გადაწყვეტილებების შეტანა უზრუნველყოფს   გაძლიერებულ და სისხლის სამართლებრივ სრულ დაცვას ძალადობისა და უკანონო მუქარის, სიძულვილის გაღვივების, შეურაცხყოფისა და სხეულის ხელშეუხებლობის დაცვაზე ინვალიდობის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო დაზარალებულ მხარესთან.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, "უკანონო მუქარები" დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე ვადით, ხოლო მათ, ვინც აღმოჩნდება სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისათვის  "შეურაცხყოფისათვის" ბუნდოვნად ჩამოყალიბებულ ბრალდებაში, ემუქრება სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. 

პოლონეთის კონსერვატული პარტიის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა დაგმეს ეს ნაბიჯი, რადგანაც თვლიან, რომ ის მიმართულია იმისკენ, იძულებით გააჩუმონ საზოგედოებრივი დებატები ლგბტ-ს საკითხებზე, კერძოდ, რაც ეხება კათოლიკურ სწავლებას სექსუალურ მორალზე და ქორწინებაზე.

ადრე მჟკ წერდა, რომ პოლონეთის პრემიერის ძმისშვილმა მოაწყო ლგბტ აქცია ვარშავის კათოლიკურ ეკლესიაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ