დევნილი გაერთიანებები ქმედითად ასრულებენ ქრისტეს ნეტარებას, - უმე-ს იერარქი

07 May 2021 00:30
14
მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა). ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький». მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა). ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький».

ნეტარების მცნების საქმით შესრულებისას, უკრაინაში დევნილი მართლმადიდებლები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ ქრისტიანული გმირობის მაგალითს, თვლის მიტროპოლიტი კლიმენტი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებები, რომლებიც ახლა იდევნებიან, ქმედითად ახდენენ ნეტარების ერთ-ერთი მცნების რეალიზებას და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს იმის მაგალითს აჩვენებენ, რომ XXI საუკუნეშიც შესაძლებელია საკუთარი რწმენის ქმედითი აღმსარებლობა, როგორც ეს ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა) უთხრა ტელეარხს «Перший Козацький».

მისი სიტყვებით, მცნებას „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვისასრულებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ის დევნილი გაერთიანებები, რომლებიც ახლა ტანჯვის, გაკიცხვის, უსამართლო საყვედურების ჯვარს ეზიდებიან. „დევნილი გაერთიანებები, რომლებიც საკმაოდ ბევრია ჩვენს ეკლესიაში, დღესდღეობით, პოლიტიკური და სხვა გარემოებების გამო, რეალურად და ქმედითად ახორციელებენ ამ მცნების რეალიზებას - ისინი ატარებენ ტანჯვის, გაკიცხვისა და უსამართლო საყვედურების ჯვარს“, - თქვა მიტროპოლიტმა. მან აღნიშნა, რომ ამ გაერთიანებებისთვის აღდგომის დღესასწაული არის განმაძლიერებელი, რადგან ახსენებს მათ, რომ ჯვარსა და გოლგოთას მაინც მოყვება აღდგომა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, მიმართა რა დევნილ გაერთიანებებს, უსურვა მათ რწმენაში გაძლიერება და თქვა, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანი არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში უყურებს მათ გმირობას და ესმით, რომ XXI საუკუნეშიც კი შესაძლებელია საკუთარი რწმენის ქმედითი აღმსარებლობა, როგორც ეს ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. „მე მგონი, უფრო მეტად, რეალურად მცნების აღსრულება, ვიდრე დღეს ამას მორწმუნე ქრისტიანები აკეთებენ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთ აღმსარებლობაზე და არ ღალატობენ ეკლესიას და რწმენას, ამაზე მეტად აღსრულება შეუძლებელია“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრების მორწმუნეთა ყრილობამ მიმართა რადას, პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ