სერბეთის იერარქი ყვებოდა, როგორ უნდა გადაწყდეს განხეთქილების პრობლემა

07 May 2021 00:20
26
ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი (ბულოვიჩი). ფოტო: Православная жизнь ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი (ბულოვიჩი). ფოტო: Православная жизнь

ეპისკოპოსმა ირინეოსმა ისაუბრა თავისი დამოკიდებულების შესახებ „ამანის ფორმატში“ ახალი შეხვედრის იდეის მიმართ და ასევე ახსნა, რატომ ამბობს უარს დუმენკო კრების მოწვევეაზე.

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი, ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი (ბულოვიჩი) ბელგრადის გამომცემლობასთან „პოლიტიკა“ ინტერვიუში ყვებოდა, როგორ უნდა გადაწყდეს მართლმადიდებლობაში განხეთქილების პრობლემა.

„ამ პრობლემის გადაწყვეტის შესახებ აუცილებელია საუბარი, - თქვა იერარქმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთისა და იერუსალიმის ეკლესიების ბოლოდროინდელ მოწოდებებზე ჩატარდეს ახალი შეხვედრა „ამანის ფორმატში“. - ისინი უნდა ტარდებოდეს სხვადასხვა ფორმატებში, ორმხრივ და მრავალმხრივ, ხოლო ყველაზე გონივრული და ნაყოფიერი კრებითი, სრულიად მართლმადიდებლური ფორმატი იქნებოდა“.

თუმცა, აღნიშნა ეპისკოპოსმა ირინეოსმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი გაურკვეველი დროით უარს ამბობს სრულიად მართლმადიდებლური კრების მოწვევაზე.

იერარქის აზრით, ეს დაკავშირებულია ფანარის მეთაურის აზრთან, რომ  „ის ნებისმიერ შემთხვევაში არის მართლმადიდებელი ეკლესიის რანგით პირველი ეპისკოპოსი და უფლება აქვს ადგილობრივი ეკლესიების იურიდსიქციის საკითხებში და ავტოკეფალიაში იმოქმედოს დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად, ყურადღება არ მიაქციოს მათ აზრს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს აზრი ეკუთვნის უმრავლესობას ან სულაც არის საყოველთაო“.

სამწუხაროდ, დაამატა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, „ეს რიტორიკა ბოსფორის სანაპიროდან ძალიან გავს რიტორიკას იტალიის ტიბროსის სანაპიროდან“.

„ახალი რომი“, კონსტანტინოპოლი, სამეფო ქალაქი, დრევანდელი სტამბული, თითქოს ცდილობს ეკლესიური თვალსაზრისით გახდეს „ძველი რომის“ ზუსტი ასლი, უფრო სწორად, ქრისტიანული ერის მეორე ათასწლეულის პაპის გამოცემის ასლი, რაზეც ადრე მართლმადიდებელი ეკლესია, სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინამძღვრობით, სამართლიანად „ქრისტეს დიდ ეკლესიად“ წოდებული, არასდროს არ თანხმდებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არ დათანხმდება“, - აღნიშნა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ეპისკოპოსმა ირინეოსმა ჩამოთვალა პირობები, რომელთა მეშვეობით ფანარის მეთაურს შეუძლია დაიბრუნოს რეპუტაცია და ნდობა, რომლებიც მან დაკარგა უკრაინაში საეკლესიო სიტუაციაში ჩარევის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ