მეუ-ში არ სჯერათ წმინდა ცეცხლის სასწაულებრივად გარდამოსვლა

03 May 2021 16:19
29
მეუ-ს მეთაური ეპიფანე. ფოტო: скриншот youtube-канала «5 канал» მეუ-ს მეთაური ეპიფანე. ფოტო: скриншот youtube-канала «5 канал»

ეპიფანეს აზრით წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა – ეს არის «იმ სასწაულის მოგონება, რომელიც ოდესღაც მოხდა».

მეუ-ს მეთაურმა ეპიფანე დუმენკომ  «5 канале» ინტერვიუში უპასუხა კითხვას, სჯერა თუ არა მას წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის, რომელიც ყოველწლიურად ხდება ქრისტეს საფლავზე იერუსალიმში.

«თქვენ ალბათ დაფიქრებულხართ რომ ეს არის პერფორმანსი? – ჰკითხა მას ჟურნალისტმა. – თუ თქვენ მაინც გჯერათ რომ ხდება სასწაული და ცეცხლი ჩნდება საიდანღაც?»

დუმენკომ გაიღიმა და უპასუხა, რომ ვიღაცას ნამდვილად სჯერა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური მოგონება არის.

«სიმბოლურია, როგორც მაგალითად ჩვენ, ვაკურთხებთ იორდანეში წყალს : არის ნივთიერება წყალი, ის ხომ უბრალოდ არ ჩნდება, სასწაული არ ხდება. ე.ი. მღვდელი წყალს არ აჩენს როგორც ასეთი, არამედ ის მას აკურთხებს და წყალი იძენს მადლს.

ზუსტად ასე ხდება წმინდა ცეცხლის შემთხვევაშიც – ის უბრალოდ გამოაქვთ ქრისტეს საფლავიდან, როგორც ნიშანი ქრისტეს აღდგომისა. ის გამოაქვს პატრიარქს, რომელიც შედის და ლოცულობს და წმინდა ცეცხლი – როგორც ზოგიერთს სჯერა მისი წარმოქმნის სასწაულისა, არის ხსენება იმ ერთი კონკრეტული შემთხვევისა, ქრისტეს აღდგომისა. იმ დღის აღსანიშნავად ხდება ყოველ წელიწადს  – თითქოს გადმოდის, ცეცხლი საფლავიდან გამოაქვთ ქრისტეს აღდგომის აღსანიშნავად», – შეაჯამა დუმენკომ.

ადრე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 1 მაისს იერუსალიმში ქრისტეს საფლავიდან წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა 13:55 კიევის დროით. უკრაინაში წმინდა ცეცხლი ჩამოაბრძანა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა დელეგაციამ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ