ლადიჟინში აქტივისტები შეიჭრნენ საეკლესიო სახლში, სცემეს მღვდელი და მორწმუნეები
ახალგაზრდა თანამოაზრეებმა მართლმადიდებელი ქრისტიანები გააძევეს სახლიდან, სადაც ეკლესიის ჩამორთმევის შემდეგ, უმე-ის საზოგადოება ლოცულობდა და შესასვლელი გადაკეტეს.
2024 წლის 2 აპრილს უცნობი ადამიანების ჯგუფი შეიჭრა ლადიჟინში, ვინიცის რაიონში საეკლესიო სახლის ტერიტორიაზე, სადაც ლოცულობდა, უმე-ის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მრევლი. თავდამსხმელებმა გაჭრეს საკეტები, დაარბიეს შენობა, სადაც შეფარებული იყო უმე-ის მრევლი, ასევე სცემეს მღვდელი და მორწმუნეები. იუწყება Telegram-არხი «Дозор».
ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელები, ფაქტიურად მაშინვე მივარდნენ ეკლესიის მოძღვარს, მამა ევგენი ვორობიოვს და ტაძრის მრევლს.
მათ დაიწყეს მორწმუნეების ცემა, სასულიერო პირი ჯერ მიწაზე დააგდეს, შემდეგ კი ქუჩაში გააგდეს.
„პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე სრულიად უმოქმედოდ“, - ნათქვამია მოხსენებაში. „თავდამსხმელებმა მართლმადიდებლები სახლიდან გააძევეს და შესასვლელი გადაკეტეს. ყველა თავდამსხმელი ცდილობდა სახის დაფარვას, რომ არ მომხდარიყო მათი ვინაობის დადგენა“.
სამი თვის განმავლობაში მართლმადიდებლები იძულებული იყვნენ ელოცათ ადაპტირებულ ოთახში, მათ სალოცავზე თავდასხმის შემდეგ.
როგორც მჟკ წერს, 9 იანვარს ტაძრის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავდამსხმელთა ჯგუფი შეიჭრა. სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით შეანგრიეს ეკლესიის კარები, მრევლსა და სასულიერო პირს თავს დაესხნენ. 28 დეკემბერს ლადიჟინში ყაზანის ეკლესიაზე მეუ-ს „აქტივისტების“ თავდასხმის დროს მოძღვარი და 10-მდე მრევლი, მათ შორის ქალები, დაშავდა. თუმცა, პოლიციამ ვერ დაინახა რაიმე დანაშაული უმე-ის ტაძრის შტურმისას და იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმისცწარმოება დაეწყო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.