კაპელანობის კანონი აგრძელებს უმე-ს მორწმუნეების დისკრიმინაციას,-ექსპერტი

02 May 2021 22:20
11
იური რეშეტნიკოვი. ფოტო: pravfond.ru იური რეშეტნიკოვი. ფოტო: pravfond.ru

იური რეშეტნიკოვმა ახსნა როგორ აგრძელებს კანონპროექტი №4626 უმე-ს მორწმუნეების დისკრიმინაციას, და რატომ ეწინააღმდეგება ის კანონმდებლობას.

სპეციალისტმა სახელმწიფო - საეკლესიო ურთიერთობების საკითხებში იური რეშეტნიკოვმა განაცხადა  «Klymenko Time»-სთან კომენტარში, რომ კანონპროექტი №4626 სამხედრო კაპელანობის შესახებ აგრძელებს დისკრიმინაციულ ხაზს უმე-ს მორწმუნეების მიმართ.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ კანონპროქტი არ უკრძალავს რომელიმე კონფესიის წარმომადგენელს იმყოფებოდეს  სამხედრო სამსახურში, თუმცა დღეს უმე-ს წარმომადგენლებს ართმევენ ამ უფლებას.

"დიდი ალბათობით ეს დაკავშირებულია პირად სტერეოტიპებთან და კანონპროექტის მთავარი შემდგენელის, სახალხო დეპუტატის, რომან კოსტენკოს  უმე-ს მხრიდან მიუღებლობასთან",- ხაზგასმით აღნიშნა რეშეტნიკოვმა, და დაუმატა, რომ დოკუმენტზე ერთდროულად მუშაობდნენ მეუ-ს, უბმე-ს და სხვა კონფესიების   წარმომადგენლები, თუმცა კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეგნებულად გაუკეთეს იგნორირება.

"კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ უმე-ს წინამძღვარმა, უნეტარესმა უნუფრიმ მიმართა უმაღლესი რადას მეთაურს დიმიტრი რაზუმკოვს თხოვნით, არ დაუშვას უმე-ს დისკრიმინაცია.  გარდა ამისა, კონკრეტული წინადადებით  მიმართეს მღვდელმსახურებმა ფრაქციების მეთაურებს მუხლში ცვლილებების შეტანის თობაზე",-განაცხადა ექპერტმა.

რეშეტნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისათვის სამხედრო კაპელანების 80% ქვეყანაში მიეკუთვნება მეუ-ს. "დღევანდელ დღეს არსებობს უმე-ს წარმომადგენლების "ახლებურად აღზრდის" რეალური საფრთხე მეუ-ს და უბმე-ს მხრიდან, რაც პირდაპირ არღვევს კანონს სინდისის თავისუფლების შესახებ",-დაასრულა სპეციალისტმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კანონპროექტი სამხედრო კაპელანობის შესახებ მუშავდებოდა სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების მიერ, გარდა უმე-სი, რაც ართმევს მის მორწმუნეებს სამხედრო ფორმირებებში უკრაინის სამრევლოს მხრიდან მფარველობის უფლებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ