გერმანელმა კარდინალმა წამოაყენა ბაიდენის კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთის წინადადება
კარდინალ მიულერის აზრით, "სრულიად მიუღებელია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ხართ კათოლიკე, და წაახალისოთ და გაამართლოთ ადამიანების მკვლელობა".
რმე-ს რწმენის დოქტრინის ყოფილმა პრეფექტმა გერჰარდ მიულერმა დაგმო აშშ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ აბორტების მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ეს არის ბავშვების მკვლელობა, და ვინც ამას მხარს უჭერს, განკვეთილი უნდა იქნენ ეკლესიიდან.
კარდინალი მიულიერი თვლის, რომ "სიტყვა აბორტი-ძალიან რბილის სიტყვაა". "რეალობა ასეთია, რომ აბორტი-ეს მკვლელობაა, ცოცხალი ადამიანის მკვლელობა. უფლება არ არის სხვა ადამიანის მკვლელობის. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მეხუთე მცნებას",- თქვა რმე-ს იერარქმა.
მან შეადარა დაუბადებელი და ხანში შესული ადამიანების მკვლელობა ნაციზმს, როდესაც თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ხართ კათოლიკე, დაწაახალისოთ და გაამართლოთ ადამიანების მკვლელობა დედის საშოში, ან გაამართლოთ ევთანაზია...ავადმყოფი ადამიანების მკვლელობა, როგორც ნაციზმის დროს,- არის ევთანაზია".
ბაიდენმა სახალხოდ განაცხადა თავისი კათოლიკური რწმენის შესახებ, მაგრამ კარდინალი მიულერი აცხადებს, რომ, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი "ნომინალურად კათოლიკეა, სინამდვილეში ის ნიჰილისტია". "ეს ცინიზმია და თანაც აბსოლუტური ცინიზმი".- თვლის კარდინალი.
წმინდა ამბროსი მედიოლანელის მაგალითზე დაყრდნობით, როდესაც მან იმპერატორ თეოდოსის მკაცრი ეპიტემია დაადო, კარდინალმა მიულერმა განაცხადა, რომ "სხვა დროს ასეთ ადამიანებს განკვეთდნენ ეკლესიიდან. ძველ დროში პაპებს და ეპისკოპოსებს არ ეშინოდათ განკვეთის, როგორც წმინდა ამბროსი მედიოლანელს".
მიულერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსი, რომელიც "თანმიმდევრულად ეწევა კამპანიას და ხმას აძლევს კანონებს, რომლებიც ნებას რთავს "აბორტებს და ევთანაზიას", დემონსტრირებას უწევენ "ფორმალურ თანამშრომლობას" მძიმე ცოდვასთან და მას არ შეუძლია ზიარება.
ადრე მჟკ წერდა, რომ რმე-ს ეპისკოპოსი ბაიდენის ზიარებაზე განკვეთის წინააღმდეგია, მისი აბორტების მხარდაჭერის გამო.