ზაგონცში დეპუტატისა და პოლიციის დახმარებით მეუ-მ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მიიტაცა

29 March 10:40
764
შუამავლობის ეკლესიის აღება სოფ. ზაგონცში ხმელნიცკის რაიონი. ფოტო: колаж СПЖ შუამავლობის ეკლესიის აღება სოფ. ზაგონცში ხმელნიცკის რაიონი. ფოტო: колаж СПЖ

უმე-ს რელიგიური თემის ღვთისმსახურების ცხოვრება გაგრძელდება, მორწმუნეებს იმედი აქვთ, რომ მომავალში აღდგება მათი  კონსტიტუციური უფლებები რელიგიურ თავისუფლებაზე.

2024 წლის 28 მარტს მეუ-ს მომხრეებმა ხმელნიცკის რაიონული საბჭოს დეპუტატის, ალექსანდრე ჩერნიევიჩის მონაწილეობით,  ხმელნიცკის რაიონის ს. ზაგონცის უმე-ს მიძინების ტაძრის  ორივე შემოსასვლელი კარების საკეტები ჩამოჭრეს და დაიკავეს შენობა. ყველაფერი ეს ხდებოდა პოლიციის შემადგენლობის უმოქმედობის ფონზე. ამის შესახებ იტყობინება ხმელნიცკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

მორწმუნეებმა გაავრცელეს ვიდეო მოვლენების ადგილიდან იმის აღწერით, რომ დეპუტატმა ქალს ჩანთა ხელიდან აართვა  , წაართვა ტელეფონი და დაანარცხა მიწას.

"ამავე დროს მითხრა, თან პირდაპირ მიყურებდა თვალებში, რომ მე დამეჯახნენ, და ტელეფონი თავისით გამივარდა ხელიდან...პოლიცია არანაირად არ რეაგირებდა. ერთ-ერთი  პოლიციელი, რომელიც ხედავდა რა ხდებოდა, თქვა, რომ არაფერი დაუნახავს", -  ინცინდენტი დაზარალებულმა აღწერა.

ვიდეოში ასევე ისმის, რომ მამაკაცი უფლებას არ აძლევს გადაიღოს, რეიდერები როგორ ჭრიან გასაღებს, და იძლეოდა პროვოკაციულ შეკითხვას: "თქვენ ვისთვის იღებთ ამას, რუსეთისთვის?"

ადრე გაეროს ანგარიშში აღწერილი იყო მსგავსი შემთხვევები, როდესაც "ადამიანთა ჯგუფები ძალით იჭრებოდნენ უმე-ს ტაძრებში, და თავის ქმედებებს ამართლებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებით, რომელიც მოიცავდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) ახალი რელიგიური თემების რეგისტრაციას იმავე მისამართზე, რომელზეც დარეგისტრირებული იყო უმე-ს უკვე არსებული თემები". 

ეპარქიაში აღნიშნეს, რომ მეუ-ს წარმომადგენლების მხრიდან ტაძრის მიტაცება უკანონოა.

"მიძინების ტაძრის რელიგიური თემის მუდმივი მრევლი არ არღვევდა მორჩილებას ორგანიზაციულ და კანონიკურ საკითხებში, არამედ პირიქით, თავისი პირადი სურვილით რჩებიან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი კიევშია, 2023 წლის 14 ოქტომბრის საერთო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით",-ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ წესდების გადაფორმება და მიძინების თემის ხელმძღვანელის შეცვლა მოხდა უკრაინის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ნორმების დარღვევით. როგორც ეპაქრიაში განაცხადეს, ტაძარი დღემდე დოკუმენტალურად ეკუთვნის უმე-ს, საკუთრების უფლების  მოწმობის საფუძველზე.

"ღვთისმსახურება და სამრევლო ცხოვრება წმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რელიგიური თემისთვის გაგრძელდება, ხოლო წინამძღვარი და მუდმივი მრევლი იმედს არ კარგავენ, რომ აღდგება მათი კონსტიტუციური უფლება რელიგიურ თავისუფლებაზე და კანონის უზენაესობის   რეალური ქმედება მომავალში", დაასკვნეს ეპარქიის პრეს-სამსახურში

როგორც წერდა მჟკ, ქსელში აფრთხილებენ ბოიარკაში უმე-ს ტაძრის მოსალოდნელ მიტაცებაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ