პატრიარქი თეოფილე III მადლმოსილ ცეცხლს გადასცემს უმეს,-მიტროპოლიტი კლიმენტი

02 May 2021 20:30
29
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. ფოტო: moya-planeta.ru წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. ფოტო: moya-planeta.ru

სპეცბორტი უმე-ს დელეგაციით იქნება იმ 11 ქვეყნის თვითმფრინავების რიცხვში, რომლებიც დიდი შაბათის საღამოს ჩამოიტანენ იერუსალიმიდან მადლმოსილ ცეცხლს.

უმე-ს სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების თავმჯდომარემ ნეჟინისა და პრილუკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერიამ) გვაუწყა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია არის ქვეყნის რელიგიურ კონფესიებს შორის ერთადერთი, რომელსაც იერუსალიმის ეკლესიის თავმჯდომარე პატრიარქი თეოფილე III გადასცემს ლამპარს მადლმოსილი ცეცხლით, უფლის საფლავის ტაძარში მისი გადმოსვლის დღეს.

პატრიარქის ეს ჟესტი არის „როგორც ოფიციალური ძმური დალოცვა კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის“, აუწყა მიტროპოლიტმა კლმენტიმ ინტერნეტ-გამოცემას „სტრანა.U.A”.

თუ მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული ამ წელს მოხდება, ის იერუსალიმში  ღვთიმსახურების დროს აღსრულდება, კიევის დროით დაახლოებით ნაშუადღევს, ხოლო 19.00-თვის სიწმინდეს უკვე დედაქალაქის აეროპორტში დახვდებიან, ივარაუდა მღვდელმთავარმა.

მეუფე კლიმენტიმ მიუთითა, რომ წმინდა მიწაზე ცეცხლისთვის გაფრინდება და მას სპეცრეისით სახლში მოიტანს უმე-ს სამღვდელოების დელეგაცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგება ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტი ანტონი. კიევში ჩამოსვლისთანავე, სიწმინდეს უმალ გადააბრძანებენ კიევ-პეჩორის ლავრაში, სადაც მორწმუნეები შეძლებენ ცეცხლიდან საკუთარი სანთლებისა და ლამპარის გადანთებას. აქედან უმე-ს ეპარქიების დელეგაციები მადლმოსილ ცეცხლს უკრაინის ყველა რგეიონში წააბრძანებენ.

მღვდელმსახურის სიტყვებით, დიდი შაბათის 23:00, აღდგომის ღვთისმსახურების დაწყების წინ, მოხდება მთავარი მოვლენა, რომელიც უკავშირდება მადლმოსილ ცეცხლს - უმე-ს მორწმუნეებისა და სასულიერო პირების შეხვედრა თავიანთ წინამძღოლთან, უნეტარეს მიტრპოლიტ ონუფრისთან.

„სწორედ მაშინ სააღდგომო ზეიმი დაიწყება კიევ-პეჩორის ლავრის სატრაპეზო ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის შეტანიდან, როგორც იმ წმინდა ზეიმის სიმბოლური გაგრძელება, რომელიც იერუსალიმში აღსრულდება“, - გაანცხადა უმე-ს სინოდალური განეყოფილების მეთაურმა;.

უმე-ს დელეგაციის გარდა, მადლმოსილი ცეცხლისთვის კიდევ ათი ქვეყნის - რუსეთის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, ყაზახეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის წარმომადგენლები ჩაფრინდებიან.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიო რელიგიების დეპარტამენტის დირექტორმა შარონ რეგევმა განაცხადა, რომ ამ ქეყნების თვითმრფინავებს ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში მიიღებენ, რომელც ჯერ კიდევ დაკეტილია უცხოელებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. „ამის მიუხედავად, ისინი შეძლებენ წმინდა ცეცხლის მიღებას იერუსალიმში და მის წაღებას სახლში“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

ადრე მჟკ-მ გამოაქვეყნა უკრაინის ტელეარხებზე სააღდგომო ღონისძიებების  გადაცემების განრიგი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ