აღდგომის აღნიშვნას აპირებს უკრაინელების 92% , – გამოკითხვა

01 May 2021 18:15
132
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა  ჩაატარა გამოკითხვა აღდგომიმს აღნიშვნასთან დაკავშირებით .ფოტო: 24tv.ua კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკითხვა აღდგომიმს აღნიშვნასთან დაკავშირებით .ფოტო: 24tv.ua

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სრულიად უკრაინის გამოკითხვის შედეგები პანდემიის პირობებში აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

ასე თუ ისე, აღდგომის აღნიშვნას წელს უკრაინელთა 92% აპირებს. ამაზე მეტყველებენ სრულიად უკრაინული გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 13-15 აპრილს სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით მობილური ნომრების შემთხვევითი არჩევით, იუწყება კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტი.

რესპოდენტებს ეკითხებოდნენ: „აღნიშნავთ თუ არა აღდგომას? თუ კი, როგორ?“

ყველა გამოკითხულიდან (სულ 2001 რესპოდენტი, არჩევანის სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 2,4% - კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტი) მხოლოდ 6% უპასუხა, რომ არ აღნიშნავენ აღდგომას, 2% - ვერ გადაწყვიტა.

უკრაინის ზრდასრულ მოსახლეობას შორის აღდგომას ტაძარში მისვლას გეგმავს ყოველი მეხუთე (19%). ღვთისმსახურებაზე მივა გამოკითხულთა 9%.

სახლში სააღდგომო კერძების მომზადებას გეგმავს უკრაინის მოსახლეობის 69%, სახლის  გარემოში ლოცვას - 25%, სტუმრების, ნათესავების სახლში მიღებას - 19%

გარდა ამისა, უკრაინის მთელი მოსახლეობიდან:

  • სასაფლაოზე წავა – 11%.
  •  სტუმრად თავის ქალაქში მიდის –  8%.
  • სტუმრად ქალაქგარეთ მიდის – 5%.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, ზელენსკიმ მოახლოებული აღდგომის აღნიშვნა საკარანტინე შეზღუდვების პირობებში განიხილა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან,  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურებთან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ