ზელენსკიმ მოუწოდა ეკლესიებს,აუხსნან მორწმუნეებს დონბასში მომრიგებლობის არსი

30 April 2021 23:36
15
ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა უმე-ს, მეუ-სა და უბკე-ს შორის. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა უმე-ს, მეუ-სა და უბკე-ს შორის. ფოტო: president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა რელიგიურ ლიდერებთან ერთად განიხილა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლების მხარდაჭერის საკითხები.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის და ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურთა შეხვედრაზე, რომელიც შედგა 28 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს მიმართონ მორწმუნეებს, რომ მათ მხარი დაუჭირონ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის განახლების რეჟიმს. ამის შესახებ იუწყება უკრაინის პრეზიდენტის საიტი.

პრეზიდენტმა თხოვა, რომ შედგეს  მიმართვა, რომელსაც „მთელ უკრაინაში გაიგებენ, კერძოდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

„პრეზიდენტი ინფორმირებულია, რომ სრულიად უკრაინულმა საეკლესიო საბჭომ და რელიგიურმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს სპეციალური მიმართვა „სააღდგომო მომრიგებლობის“ გამო, სადაც მოუწოდეს  ყველას, ვისაც შესაბამისი კომპეტენციები და ძალაუფლება გააჩნიათ, გვერდზე გადადონ იარაღი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უწყებაში.

მანამდე ზელენსკი იუწყებოდა, რომ სააღდგომო „სიჩუმე“ დონბასში შეთანხმების ფინალურ სტადიაშია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აგრეთვე წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა მოუწოდა, რომ ძალები არ  დაიშურონ  დონბასში  ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ