ბოგდანი:თუ უმე-ს ტაძარზე დავკიდებთ წარწერას „რუსეთის ფედერაცია“,ხალხი წავა?

30 April 2021 23:30
20
ეთნიკური პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის უფროსი. ფოტო: glavcom.ua ეთნიკური პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის უფროსი. ფოტო: glavcom.ua

ელენე ბოგდანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების სახელწოდების შეცვლის მცდელობაზე და ამ ნაბიჯის შესაძლო შედეგებზე.

„მთავარ კომიტეტთან“ ინტერვიუში სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხებში ელენე ბოგდანმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების სახელწოდების შეცვლა ამ ღონისძიების მომხრეებს სასურველ შედეგამდე არ მიიყვანს. 

მოხელის სიტყვებით, მორწმუნეები გააგრძელებენ  სიარულს იმ ეკლესიებში, რომელთა მიმართ ნდობითი ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რა წარწერა ექნებათ მათ.

„ბოლო-ბოლო წარმოვიდგინოთ, რომ სახელი შეუცვალეთ - და უკრაინაში დღესდღეობით ტაძრების უმსხვილესი  ქსელი აჭრელდება სიტყვებით „მოსკოვი“ ან „რუსეთი“. სახელწოდების შეცვლის მომხრეები თვლიან, რომ ასეთი რამ არასდროს არ მოხდება: რომ გადარქმევის შემთხვევაში დიდი უმრავლესობა მყისიერად გაერთიანდება ერთიან ადგილობრივ უკრაინულ ეკლესიაში. მაგრამ შესაძლებელია სულ სხვა სცენარიც მას შემდეგ, რაც მორწმუნეები, რომლებსაც აქვთ ნდობა თავისი მღვდლისა და ტაძრის მიმართ, დაინახავენ არა მათთვის ჩვეულ წარწერას „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, არამედ აფილაციებს მოსკოვთან ან რუსეთთან. თუ ადამიანს გააჩნია წლების განმავლობაში დადებითი დამოკიდებულება ტაძრის მიმართ, მაშინ წარწერის ასეთი ცვლილება ხელს შეუწყობს უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაციას? თუ პირიქით - გამოიწვევს შფოთს და გააძლიერებს კავშირს აგრესორ სახელმწიფოსთან?“ - აღნიშნა ბოგდანმა.

მანამდე სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხებში უგუნურება უწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „უკრაინის მტრების“ დარქმევა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ