არ შეიძლება უმე წარმოვიდგინოთ უკრაინის მტრებად,-ელენა ბოგდანი
ელენა ბოგდანს მიზანშეუწონლად მიაჩნია მცდელობა უმეს უწოდონ "უკრაინის მტრები".
სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხებში ელენა ბოგდანმა "გლავკომ"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მცდელობა უწოდონ უმე-ს ყველა მორწმუნეს "უკრაინის მტრები" არ ასახავს სინამდვილეს.
"ძალიან არასწორია ყველა ადამიანი, რომლებიც აფილირებული არიან უმე-ში, განიხილონ როგორც უკრაინის მტრები- ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მარგინალიზაცია ამ ნიშნით- გზაა ხელოვნური კონფლიქტისკენ",-განაცხადა ბოგდანმა.
მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეკლესია-ეს არამარტო სასულიერო პირებია, არამედ მილიონობით მორწმუნე, რომლებიც არიან უკრაინის მოქალაქეები.
უკრაინის ეკლესიის სახელწოდების აუცილებელი გადარქმევის კანონის კომენტირებისას, ჩინოვნიკნა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება გამოიწვევს დიდ საზოგადოებრივ რეზონანსს.
"მთლიანობაში სიტუაცია არც ისე შავ-თეთრია, როგორც მას ხშირად წარმოაჩენენ. სახელწოდების მოთხოვნა-ეს პრობლემატური ნორმაა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, რადგან უკრაინას გააჩნია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები. მოითხოვენ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყველა საინფორმაციო მასალებში აღნიშნული იყოს "აქვთ თუ არა ჩვენს წევრებს ბიზნეს-ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან"? სრულიად არ მაქვს მიზანი ამ სარკასტული შენიშვნით რამეს გამარტივება . ჩვენ ყველას გვესმის ჩვენი რეალიები",- აღნიშნა ბოგდანმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ივანო-ფრანკოვის მერის მოადგილე ნაზარე კიშაკმა მოუწოდა "გაიწმინდოს უმე-ს მონასტრები" და "გააძევონ ჩვენი მიწიდან მოსკოვიტები".