ზელენსკიმ შესთავაზა შეხვდეს პუტინს ვატიკანში
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შესთავაზა განიხილოს კონფლიქტი დონბასში რფ მეთაურთან ვლადიმერ პუტინთან ვატიკანში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შესთავაზა ჩაატაროს შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მეთაურთან ვლადიმერ პუტინთან ვატიკანში დონბასის კონფლიქტის განსახილველად, იუწყება «la Repubblica».
"წმინდა ტახტს შეეძლო გამხდარიყო დონბასში მშვიდობის დამყარებისათვის მოლაპარაკების იდეალურ ადგილად. ასეთი უფლებამოსილების შუამავალს შეუძლია მოიტანოს ნდობა, რომელიც აქამდე აკლდა ჩვენს მცდელობებს დავამყაროთ შეთანხმება."
"აუცილებელია ომის შეჩერება დონბასში და წინსვლა სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. მაგრამ როგორი უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების დღის წესრიგი? რომელი ნაბიჯები მიგვიყვანს ჩვენ მშვიდობასთან? სად და როდის იქნება შეთანხმებული ეს ნაბიჯები? ეს ღია შეკითხვებია, და ჩემი აზრით, ჩვენ მივიღებთ პასუხს, როგორც კი დაიწყება კონსულტაციები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. ჩემი მხრიდან, მე უკვე გავეცი ყველა განკარგულება კონსულტაციის ორგანიზების შესახებ ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ "რეალური პირდაპირი დიალოგი უკრაინასა და რუსეთს შორის დიდი ხანია არ ყოფილა". ეს, მისი სიტყვებით, არ უწყობს ხელს ურთიერთნდობის განმტკიცებას.
"მე ვფიქრობ,რომ შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს იმ ადგილას, რომელიც მშვიდობისა და დიალოგის განსახიერებაა. ჩემი შეხედულებით, მშვიდობის დამყარების ამ რთული დიალოგისათვის ზედმიწევნით შერჩეული ადგილი ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას",- აღნიშნა ზელენსკიმ.
ადრე სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს განიხილოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა.