უმე ითხოვს ივანო-ფრანკოვსკის მერის მრჩეველის პასუხისგებაში მიცემას

29 April 2021 23:40
14
უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua

უმეს იურიდიული განყოფილება მოითხოვს შესაბამისი კანონით დასჯილ იქნას ივანო-ფრანკოვსკის მერის მრჩეველი,გამონათქვამების გამო,რომელიც მიმართული იყო კონფლიქტის გაღვივებისკენ.

2021 წლის 21 აპრილს ივანო ფრანკოვსკის მერის მრჩეველმა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის საკითხებში ნაზარ კიშაკმა თავის ფეისბუქ გვერდზე განაცხადა «ყველა მოსკოვის მონასტრის გაუქმების» აუცილებლობაზე, და მიუთითა უმე-ს ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მდებარე წმინდა ფერისცვალების სახელობის მონასტერზე და ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს იარაღი და პალკატები წარწერით  «სიკვდილი მტრებს» უჭირავთ.

უმე-ს იურიდიული გამყოფილების ალექსანდრე ბახოვის აზრით, ასეთი გამონათქვამები მიმართულია ქვეყანაში რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ და გამოძიებულ უნდა იქნას უკრაინის კანონმდებლობის 161 სტატიის მიხედვით,იტყობინება უმე-ს ინფორმაციულ-საგანმანათლებლო განყოფილება.

დეკანოზი ალექსანდრე უშვებს , რომ კიშაკი მსგავსი კანონსაწინააღმდეგო განცხადებებით ცდილობს ყურადღება გადაიტანოს იმ უხერხული თემისგან, როგორიცა არის მერისა და მისი მოადგილეს ანაზრაურება, რაზეც ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოფა 730 ათასი გრივნი ბიუჯეტში 500 მილიონი გრივნის დეფიციტის პირობებში.

«რა მოტივის არ უნდა ამოძრავებდეს ბატონ კიშაკს, ჩვენ მის განცხადებებს ვაფასებთთ როგორც რეალურ საფრთხეს, და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეს ამ განცხადებებს შესაბამისი შეფასება და აღიზრას საქმე უკრაინის კანონმდებლობის 161 სტატით, რელიგიური შუღლის გაღვივება», – განაცხადა იურისტმა და ივანო-ფრანკოვსკში ხელისუფლების წარმომადგენელს რუსლანა მარცინკივს მოუწოდა გაანთავისუფლონ თანამდებობიდან ნაზარ კიშაკი.

მღვდელმსახურმა ჩინოვნიკებს მოუწოდა ყურადღება მიაქციონ მორწმუნეთათვის ვნების კვირეულის მნიშვნელობას, და სთხოვა «რომ ამ პერიოდში მაინც შეიკავონ თავი პროვოკაციული განცხადებებისა და რელიგიური შუღლის გაღვივებისგან».

ადრე მჟკ იუწყებოდა სოციალურ ქსელებში ნაზარ კიშაკის განცხადების გამოჩენაზე უმე-ს ივანო-ფრანკოვსკიდან განდევნის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ