ადვოკატის კომენტარი ზელენსკის განცხადებაზე უმე-სთან დაკავშირებით

29 April 2021 00:20
25
ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

ანტიეკლესიური კანონი და ტაძრების წართმევა – ეს არ არის «კრემლისეული ნარატივი», არამედ ის, რასაც უკრაინის მოსახლეობა აწყდება ყოველდღიურად, თვლის მაქსიმ  მოგილნიცკი.

ადვოკატთა ასოციაცია  «მოგილნიცკი და პარტნიორების» დამფუძნებელმა მაქსიმ მოგილნიცკიმ, კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე, უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საკითხი განიხილოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, რომელიც თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა პირველ რიგში თავის მოქალაქეებს უნდა უთხრას, სახელის შეცვლის კანონი გაუქმებულია, ხოლო უმე-სთვის წართმეული ტაძრები დაბრუნებულია.

მან აღნიშნა, რომ თუ ადგილი არ აქვს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის შევიწროებას, მაშინ რატომ განიხილავს ზელენსკი ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან? მაგრამ ადვოკატის მონაცემებით, უმე-ს ტაძრების დარბევასთან დაკავშირებით აღძრული ხუთასამდე საქმე საწინააღმდეგოს მოწმობს  . «ეს არ არის არც ,,საშინელებათა ისტორიები’’ და არც ,,კრემლის ნარატივები’’, არამედ არის ის, რასაც ყოველდღე აწყდება უკრაინის მოსახლეობა», – თვლის ადვოკატი.

ადვოკატის აზრის უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საკითხი ზელენსკიმ არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, არამედ უკრაინელ ხალხთან უნდა გაარჩიოს. «მას (ზელენსკის – რედ.შენ.) შეეძლო უკრაინელი ხალხისთვის ეთქვა დისკრიმინაციული კანონი ეკლესიის სახელის გადარქმევაზე საბოლოოდ გაუქმებულ იქნა, ხოლო ტაძრები, რომელთა დარბევაზე აღძრულია სისხლის სამართლის 500 საქმე, კეთილსინდისიერად დაუბრუნეს მესაკუთრეებს და უკვე გაიღო კარი უკრაინელი მართმადიდებელი მრევლისათვის. მას შეეძლო ამის თქმა ,მაგრამ რატომღაც არ თქვა», – წერს მაქსიმ მოგილნიცკი.

 როგორც მჟკ წერდა, ზელენსკი მზად არის უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საკითხი პუტინთან განიხილოს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ