ზელენსკი: ჩვენთან ხალხი იმ ეკლესიაში დადის, სადაც უნდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფო განცალკევებულია ეკლესიისგან და მოქალაქეები თავისუფლები არიან აღმსარებლობის არჩევანში.
უკრაინაში სახელმწიფო განცალკევებულია ეკლესიისგან და მოქალაქეებს საშუალება აქვთ თავად აირჩიონ, რომელ ეკლესიაში იარონ, თქვა ვლადიმერ ზელენსკიმ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ PavlovskyNews ვიდეოში ბრიფინგიდან.
ჟურნალისტების კითხვის კომენტირებისას, განიხილავს თუ არა ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროვების საკითხებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ მიმართულებით უკრაინაში ის პრობლემებს ვერ ხედავს. „რაც შეეხება რუსული ენასა და ეკლესიებს, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სახელმწიფო განცალკევებულია ეკლესიისგან და არასდროს არ მისარგებლია ეკლესიების მეთაურთა სამსახურით, რომ მათ გავლენა მოეხდინათ მოსახლეობაზე ელექტორატის მხარდაჭერის თვალსაზრისით, - თქვა ზელენსკიმ. - ისინი ჩვენთან სრულიად თავისუფლები არიან, ხალხიც თავისუფალია, ეკლესიებიც. ჩვენთან ხალხი იმ ეკლესიაში დადის, სადაც უნდა“.
პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეკლესიის მეთაურთა ადგილზე ის კიდევ არა ერთხელ მიმართავდა მრევლს მოწოდებით COVID-19-სგან დაცვის საკარანტინო რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. „რწმენა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში ცოცხლებისთვის“, - თვლის პრეზიდენტი.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, ზელენსკი აპირებს განიხილოს პუტინთან მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი.