ზელენსკი მზად არის განიხილოს პუტინთან მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი

29 April 2021 00:10
33
ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი არ თვლის, რომ ქვეყანაში ილახება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებები.

2021 წლის 26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა უკრაინაში, იუწყება ТАСС.

ვლადიმერ ზელენსკი ყვებოდა, რომ  ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკოვს დაავალა შეხვედრის ორგანიზება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პუტინთან. თუ ეს შეხვედრა შედგება, ზელენსკი მზად არის განიხილოს რუსულენოვანი მოსახლეობისა და ეკლესიის  მდგომარეობა უკრაინაში.

„თუ ეს კითხვები  დღის წესრიგშია  და შეხვედრაზეც დადგება, იმ შემთხვევაში, თუ ის  შედგება, რა თქმა უნდა ამ კითხვებს განვიხილავთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ქვეყანაში არ ილახება რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებები.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 1 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადასცეს მიმართვა მათი  ეკლესიის დევნის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ