უბკე-ში მეუ-ში გადასულ კლირიკებს სქიზმატიკოსები უწოდეს
ლვოვის უბკე-ს არქიეპარქიაში სქიზმატიკოსად მოიხსენიეს თავისი კლირიკი, რომელიც მეუ-ში გადავიდა.
ლვოვის უნიატმა მიტროპოლიტმა იგორ ვოზნიაკმა აცნობა თავის მორჩილებს, რომ ივან გარატი, რომელიც გადავიდა უბკე-დან მეუ-ში, არის სქიზმატიკოსი და მასთან მსახურება აკრძალულია.
გადასვლა უმე(კ)კს-ში ან მეუ-ში უნდა ჩაითვალოს სქიზმად(განხეთქილებად), აღნიშნა ლვოვის უნიატების მეთაურმა სქიზმის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებაში ლა უბკე-ს კანცელარიის საიტზე.
გარატმა დატოვა უბკე ჯერ კიდევ 2011 წელს და გადავიდა კიევის საპატრიარქოში, შემდეგ მეუ-ში.
"ასეთი სახის მოქმედებები კათოლიკური ეკლესიის კანონმდებლობის თანახმად კლასიფიცირდება როგორც დანაშაული რწმენის წინააღმდეგ,-აღნიშნა უბკე-ს იერარქმა. -ის, ვინც იმყოფება სქიზმაში, გაურბის ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილებას, ერთობას მისი ერთგული მორჩილების მიმართ".
2021 წლის მარტში გარატს გადასცეს დეკრეტი, რომ ის არ დაიშვება "ღვთისმსახურებაზე" ან ნებისმიერ სხვა დავალებაზე". ლვოვის უბკე-ს მიტროპოლიტმა აუკრძალა თავის კლირიკებს იმსახურონ სქიზმატიკოსებთან ან " ჩაატარონ ნებისმიერი სხვა დავალება" გარატთან ერთად.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უნიატებმა და კათოლიკებმა წესი აუგეს მეუ-ს "იერარქს".