მეუ-ს წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ,,ტექნიკური სამსახური'' დაჰპირდა
მეუ-ს ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი წელს არ აპირებენ წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად ჩარტერული რეისის დანიშვნას.
მეუ-ს მეთაურმა სერგეი (ეპიფანე)დუმენკომ განაცხადა, რომ მათთვის წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებს «ტექნიკური კომპანია», გადმოგვცემს «რადიო თავისუფლება».
«დიახ, ჩვენ არ დავნიშნავთ ჩარტერულ რეისს. მაგრამ როგორც წინა წლებში, წელსაც ის კომპანიები რომლებიც ახორციელებენ ფრენებს, მაგალითად ტექნიკური კომპანიები გვპირდებიან რომ ჩამოაბრაძანებენ წმინდა ცეცხლს ჩვენთვის. შესაძლებელია, არა იმ დროს როცა ჩვენ ვისურვებდით,ანუ საღამოს. ეს შეიძლება იყოს კვირას დილით, მაგრამ ჩვენ წმინდა ცეცხლს აუცილებლად ჩამოვაბრძანებთ და გავავრცელებთ მთელს უკრაინაში », – განაცხადა დუმენკომ.
მან ასევე დაამატა, რომ მეუ აღასრულებს მსახურებას,მხოლოდ კარანტინის წესების მკაცრი დაცვით, და მორწმუნეებს მოუწოდა ტაძარში ატარონ პირბადე.
როგორც მჟკ-მ იუწყა, 2020 წელს მეუ-ს ლიდერმა ეპიფანე დუმენკომ დედაქალაქის კიევო-ვიდუბიცის მიქაელის სახელობის მონასტერში მოაბრძაანა წმინდა ცეცხლი, რომელიც მიიღო «ბორისპოლის » აეროპორტის თანამშრომის ხელიდან.