დუმენკომ შმიგალს უჩივლა სსა-ს ცუდი მუშაობისათვის

28 April 2021 00:20
20
ხელისუფლებისა, უკრაინის საეკლესიო საბჭოსა და რელიგიური ორგანიზაციების შეხვედრა. ფოტო: kmu.gov.ua ხელისუფლებისა, უკრაინის საეკლესიო საბჭოსა და რელიგიური ორგანიზაციების შეხვედრა. ფოტო: kmu.gov.ua

დუმენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს რელიგიური  გაერთიანებების რეგისტრირების პრობლემა და მოითხოვა ცალკე ქვეგანყოფილების შექმნა საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ, ხელისუფლებისა და  სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოსთან შეხვედრაზე  უჩივლა საოლქო ადმინისტრაციებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან  დენის შმიგალთან, იუწყება უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს საიტი.

დუმენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრირების პრობლემა  და მოითხოვა საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და მათი სტატუსების რეგისტრირების ცალკეული ქვეგანაყოფის შექმნა.

მან აგრეთვე შესთავაზა, რომ უკრაინის კანონში „ადგილობრივი სახელმწიფო ადმინისტრაციების შესახებ“ გარკვეული ცვლილებები შეიტანონ.

„მთელ მსოფლიოში, ქვეყნებში, რომელთა გამოცდილებითაც ჩვენი სახელმწიფო ხელმძღვანელობს რეფორმების გატარებისას, რელიგიური ორგანიზაციები და მათთან სახელმწიფოს ურთიერთობები ყოველთვის გამოყოფილია, რაზეც სპეციალური კანონმდებლობა მეტყველებს. ეს პრაქტიკა შენარჩუნებული უნდა იყოს უკრაინაში“, - განაცხადა დუმენკომ.

ადრე კიევის ოლქის, ბროვარის რაიონის ბარიშევის გაერთიანებული ტერიტორიის ხელმძღვანელმა უარი უთხრა უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ტაძრის გადაცემაზე.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო აპირებს საქმის განხილვას უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის იძულებითი გადარქმევის შესახებ, ხოლო უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის „სინოდი“ თვლის, რომ სასამართლო ვერ დაიჭერს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის  მხარეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ