კამნე-კაშირსკში, მეუ-ის დამპყრობლები შტურმით უტევენ უმე-ის ტაძარს
200 მორწმუნე მოვიდა სალოცავის დასაცავად და "პცუშნიკებს" არ მისცეს შიგნით შეღწევის საშუალება.
2024 წლის 12 მარტის დილას, მეუ-ის აქტივისტები მივიდნენ უმე-ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის შტურმით ასაღებად, ქალაქ კამენ-კაშირსკში, ვოლინის რეგიონში. გაჭრეს საკეტები და ჩამოხსნეს ტაძრის მთავარი შესასვლელი ჭიშკარი, მაგრამ მრევლმა მათ ეკლესიაში შესვლის უფლება არ მისცა. ამის შესახებ მჟკ შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
ტაძრის შესაძლო წართმევის შესახებ ცნობილი გახდა წინა ღამეს. დაახლოებით დილის 5 საათზე ორასამდე მრევლი შეიკრიბა სალოცავის დასაცავად.
მეუ-ს მხარდამჭერებმა, დუმენკოს სტრუქტურის სასულიერო პირებთან ერთად, დილის 9 საათზე დაიწყეს შეკრება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ტაძრის შტურმით აღება. მათ მოახერხეს ჭიშკრის ჩამოხსნა, მაგრამ მორწმუნეებმა თავდამსხმელებს ტაძარში შესვლის საშუალება არ მისცეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც დასაწყისსი არ ერეოდა სიტუაციაში, მოგვიანებით კი, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მორწმუნეების დაცვას შეეცადნენ.
რამდენიმე დღის წინ მეუ-ს მხარდამჭერებმა ეკლესია უკანონოდ გადაიფორმეს. 2023 წლის 23 იანვარს „პცუშნიკები“ უკვე გეგმავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებისთვის სალოცავის წართმევას. მაშინ ტაძრის ასობით მრევლი დასაცავად გამოვიდა.
როგორც მჟკ წერდა, რომ სანამ მოძღვაერი ფრონტზე იმყოფებოდა კამნე-კაშირსკის საზოგადოება მეუ-ში დაარეგისტრირეს.