„ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა მოითხოვა ონუფრეს ბილბორდების მოხსნა

23 April 2021 01:30
18
პოლტავის საქალაქო საბჭპოს დეპუტატობის კანდიდატი«ЕС» რუსლანა ბაზალუკი. ფოტო: blog.poltava.to პოლტავის საქალაქო საბჭპოს დეპუტატობის კანდიდატი«ЕС» რუსლანა ბაზალუკი. ფოტო: blog.poltava.to

პეტრე პოროშენკოს პარტიის დეპუტატმა პოლტავაში ბილბორდების განთავსებას „რუსეთთან ჰიბრიდული ომის“ და „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის“ ნაწილი უწოდა.

პოლტავის რაიონული საბჭოს დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“ რუსლანა ბაზალუკმა მოითხოვა ქალაქში ბილბორდების  მოხსნა, რომლებზეც  გამოსახულია კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე.

„გამაერთიანებელი კრების შემდეგ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიას, როგორც ნებისმიერ ადგილობრივ  ეკლესიას, აქვს აბსოლუტური კანონიკური იურისდიქცია თავის ტერიტორიაზე, ესე იგი მხოლოდ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიას აქვს კანონიკური იურისდიქცია ყველა მართლმადიდებლისთვის უკრაინაში. სხვა მართლმადიდებელი იურისდიქციები, პირველ რიგში მოსკოვის საპატრიარქო, თუ კი ის არსებობს, კანონებისა და წესრიგის საწინააღმდეგოა“, - ნათქვამია მის სადეპუტატო მიმართვაში.

ბაზალუკმა დაამატა, რომ ეს სიტუაცია „რუსეთთან ჰიბრიდული ომის“ და „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის“ ნაწილია.

დეპუტატმა აგრეთვე მოუწოდა „ჩატარდეს პროფილაქტიკური სამუშაო ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც სარეკლამო მომსახურებას თავაზობენ“.

მანამდე ღვთისმეტყველი  სერგეი ბორტნიკი იუწყებოდა, რომ,  გამომდინარე სტატისტიკური მონაცემებიდან, სწორედ უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიას შეუძლია ჰქონდეს „ნაციონალური ეკლესიის“ სტატუსი უკრაინაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ