კოპტურმა ეკლესიამ შეაჩერა რკე-სთან დიალოგი „ლგბტ-კურთხევათა“ გამო

08 March 16:46
867
ფოტო: copticorthodox.church ფოტო: copticorthodox.church

კმე-ს სინოდმა ხაზი გაუსვა: ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა, ერთსქესიანთა ურთიერთობების ნებისმიერი კურთხევა კი - ცოდვის კურთხევაა.

2024 წლის 7 მარტს კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გააკეთა განცხადება „ჰომოსექსუალიზმის“ შესახებ. პლენარულ სხდომაზე პაპ თავადროს II-ის თავმჯდომარეობით სინოდის 133 წევრიდან მონაწილეობა მიიღო 110-მა, იუწყება ocpsociety.org. კოპტურმა ეკლესიამ ხაზი გაუსვა მის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების მიუღებლობას.

„კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია ადასტურებს თავის მტკიცე პოზიციას ჰომოსექსუალური ურთიერთობების ყველა ფორმის მიუღებლობაზე, ვინაიდან ისინი არღვევენ წმინდა ბიბლიას და კანონს, რომლის მიხედვით ღმერთმა შექმნა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად და თვლის, რომ ნებისმიერი კურთხევა ასეთ ურთიერთობებზე, როგორიც არ უნდა იყოს ის, -  ცოდვის კურთხევაა, ეს კი დაუშვებელია“, - ნათქვამია სინოდის განცხადებაში. 

ამის შედეგად, კოპტის სინოდის წევრების კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახდა რომის კათილიკურ ეკლესიასთან დიალოგის შეჩერება.

„აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ოჯახის მოძმე ეკლესიებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა შეჩერდეს საღვთისმეტყველო დიალოგი კათოლიკურ ეკლესიასთან, - განაცხადეს კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა, - გადაიხედოს შედეგები, რომლებიც მიღწეულია დიალოგის ფარგლებში ოცი წლის წინ მისი ინიციირების მომენტიდან და დაწესდეს ახალი სტანდარტები და მექანიზმები დიალოგის გასაგრძელებლად“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ვატიკანმა რკე-ის მღვდლებს ნება დართო, რომ მათ ჰომოსექსუალური წყვილები აკურთხონ. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ