ესპანელი ჯარისკაცები ფულის გამო ლესბოსელები ხდებიან
სამხედრო მოსამსახურეები აცხადებენ, რომ საკუთარ თავს ქალებად აიდენტიფიცირებენ, ფინანსური შეღავათებისა და სამსახურში უკეთესი პირობების მისაღებად.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს ესპანეთმა მიიღო კანონი გენდერული თვითიდენტიფიკაციის შესახებ, რომელმაც გაამარტივა სქესის შეცვლა და ამავდროულად გაზარდა ქალთა შეღავათები ჯარსა და პოლიციაში, 40-ზე მეტმა მამაკაცმა განაცხადა, რომ თავს ქალებად თვლიან, - გადმოსცემს The Telegraph.
გარეგნობით თავს ვგრძნობ ჰეტეროსექსუალ მამაკაცად, მაგრამ შინაგანად ლესბოსელი ვარ. და სწორედ ამ უკანასკნელს აქვს მნიშვნელობა. აი, რატომ შევცვალე კანონი და გავხდი ქალი“, - უყვებოდა El Español-ს კაპრალი პერდიგონესი, რომელიც წვერის ტარებას აგრძელებს.
მამაკაცები, რომლებიც თავის თავს ქალს უწოდებენ, პენსიის მნიშვნელოვან დანამატს იღებენ და აგრეთვე - საშეღავათო პირობებს სამსახურში. ჯარში მათ ყაზარმაში აძლევენ ცალკე ოთახს საკუთარი აბაზანით.
„თანახმად ესპანური კანონისა ტრანსგენდერების შესახებ , ნებისმიერს შეუძლია სქესის შეცვლა, რომელიც პირადობის მოწმობაში ან პასპორტში არის მითითებული, შეუძლიათ შეცვლის ოფიციალური მოთხოვნა ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნების, მაგალითად, ფსიქოლოგიური ან სამედიცინო დასკვნების გარეშე, როგორც ეს ადრე იყო“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბაიდენმა მილიონი დოლარი გამოყო იმის დასამტკიცებლად, რომ ორზე მეტი გენდერი არსებობს.