მოულოდნელად: შევჩუკმა თქვა: კონფლიქტი დონბასში სამხედრო გზით ვერ გადაწყდება

23 April 2021 01:35
13
უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: fakty.com.ua უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: fakty.com.ua

უნკე მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ არ არსებობს დონბასში კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება და მხარეებს მოუწოდა დაყარონ იარაღი.

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ არ არსებობს დონბასში კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება და მისი შეჩერება მხოლოდ დიპლომატიური გზით შეიძლება, იუწყება «VaticanNews».

„ეს კი ნამდვილი ტრაგედიაა, რადგან ჩვენ ყველას ომის შეჩერების დიდი იმედი გვქონდა, კონფლიქტის პოლიტიკური, დიპლომატიური  გზით გადაწყვეტის იმედი,   ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს ამ სიტუაციის სამხედრო გზით მოგვარება“, - თქვა მან.

„არა ომს! დაყარეთ იარაღი! - მოუწოდა შევჩუკმა. - როგორც უწმინდესი მამა ფრანცისკე ამბობდა, ომით ვერაფერს ვარ შეიძენ, მაგრამ ყველაფერს დაკარგავ. გონიერებამ, დიალოგმა, აგრეთვე დიპლომატიურმაც, უნდა გადაწონონ იარაღის გამოყენების ცდუნება ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისას საერთაშორისო-პოლიტიკური თვალსაზრისით“.

მანამდე სვიატოსლავ შევჩუკი სულ სხვა რამეს ამბობდა.

2019 წლის ივნისში შევჩუკმა განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვინდა დონბასში მშვიდობა ნებისმიერ ფასად“.

2019 წლის ოქტომბერში უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ დონბასში ომისგან მხოლოდ ისინი დაიღალენ, „ვისაც თავის გადარჩენა სურს“ და მოუწოდა მოუსმინონ ჯარისკაცებსა და მოხალისეებს, ვინც „გვიხსნის, რომ იმარჯვებს მხოლოდ ის, ვისაც ყველაფრის გაცემა შეუძლია“.

2019 წლის ნოემბერში შევჩუკმა განაცხადა, რომ „ძალზე საშიშია ნებისმიერ ფასად ომის დამთავრების აუცილებლობაზე ლაპარაკი“ და ნაცისტებს შეადარა ისინი, ვინც მშვიდობისკენ მოუწოდებს: „ძალზე საშიშია აყვე აგრესორს ეგრეთ წოდებული მშვიდობის გამო, ანუ ხელები აწიო. ეს  მაგონებს ევროპაში ნაცისტური პროპაგანდის ლოგიკას  ჰიტლერის აგრესიის კონტექსტში... ხუთი წელია ვლაპარაკობთ: ნუ გვკლავთ, შეწყვიტეთ და მაშინ  დავიწყებთ ლაპარაკს. ხომ შეიძლება, უბრალოდ შევწყვიტოთ სროლა? ეტყობა, არც ისე მარტივად არის  ყველაფერი“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ