მიტროპოლიტმა ილარიონმა უმე-ს გადარქმევაზე კანონს უსამართლო უწოდა

21 April 2021 23:59
30
ვპლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: taday.ru ვპლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: taday.ru

უმე თვითმმართველობითია და შედგება უკრაინელებისაგან, და ეს ნიშნავს რომ მისი სახელის გადარქმევა "რუსულ ეკლესიად" უსამართლოა, თვლის რმე-ს იერარქი.

მოსკოვის საპატრიარქოს სსუ-ს განყოფილების მეთაურმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა პოროშენკოს დროს მიღებულ კანონს უმე-ს სახელის შეცვლაზე უწოდა უსამართლო და დისკრიმინაციული უკრაინის უდიდესი რელიგიური კონფესიის მიმართ. რმე-ს იერარქის პოზიცია ამ საკითხზე გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე.

მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის   მოსვლის შემდეგ  ხელისუფლებამ მაინც არ გააუქმა უსამართლო კანონი, რომლის თანახმად, თუ რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცენტრი იმყოფება უკრაინის საზღვრებს გარეთ, მან თავის დასახელებაში უნდა მიუთითოს ამ ცენტრის სახელწოდება.

როგორც არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, მიღებულმა კანონმა მისცა შესაძლებლობა უკრაინულ ხელისუფლებას შეეცვალა უმე-ს სახელწოდება  და დაერქვა "რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში", ამ აქტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს უმე-ს საქმიანობის გაუქმება "რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური დაპირისპირების სიტუაციაში".

"მაგრამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის წინააღმდეგ მთელი რიგი მიზეზების გამო,-აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. -პირველ რიგში, ამ ეკლესიის რეალური ცენტრი იმყოფება არა მოსკოვში- ის იმყოფება კიევში. ეს თვითმმართველობითი ეკლესიაა, რომელიც დამოუკიდებლად ირჩევს თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მოსკოვის თანხმობის გარეშე ირჩევს თავის არქიეპისკოპოსებს, თვითონ ირჩევს თავისი ეკლესიის მეთაურს".

იერარქმა დაადასტურა, რომ უმე შეინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას რუსეთის ეკლესიისაგან გამონაკლისის გარეშე ყველა საკითხში, მათ შორის ფინანსური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის.  და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ეკლესია შედგება უკრაინელებისაგან დაბადებით და პასპორტით, რომლებიც წარმოადგენენ თავისი ქვეყნის პატრიოტებს.

"ანუ ეს არის უკრაინის ნაციონალური ეკლესია, და "რუსულ ეკლესიად"მისი გადარქმევა  ნამდვილად უსამართლოა",-დაამატა მიტროპოლიტმა.

როგორც მჟკ  იუწყებოდა, 2021 წლის 1 აპრილს კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებმა, თემების წარმომადგენლებმა,  მეუ-ს  და კიევის საპატრიარქოს რეიდერული ქმედებების შედეგად  დაზარალებულებმა გადასცეს მიმართვა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უმე-ს დევნის თაობაზე და მოუწოდეს შეცვალოს ანტისაეკლესიო დისკრიმინაციული კანონები.  მიმართვას ხელი მოაწერა 1 063 000 ადამიანზე მეტმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ