სსკგ: პატრიარქმა ბართლომემ დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას ვერ აღიარებს
სსკგ თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) კომენტარი გააკეთა პატრიარქ ბართლომესა და ფრანცისკეს უკრაინაში მოწვევაზე და შეაფასა ფანარიონის მეთაურის ქმედებები.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) პროგრამაში „ეკლესია და სამყარო“ კომენტარი გააკეთა პატრიარქ ბართლომესა და რომის პაპის ფრანცისკეს უკრაინაში მოწვევაზე, გადმოსცემს Патриархия.ru.
მღვდელმთავრის სიტყვებით, ფანარის მეთაური ალბათ მიიღებს უკრაინის ხელისუფლების მიწვევას, რომის პაპისგან განსხვავებით.
„პატრიარქი ბართლომე არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ილუზიების, ამბიციების, ემოციების ღრუბლებში ნავარდობს, ადამიანი, რომელსაც, ეტყობა, რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვს, რადგან ის თავის ფანტაზიებს როგორც რეალობას ისე წარმოადგენს, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. - მაგალითად, ის თვალს ხუჭავს იმაზე, რომ უკრაინაში არის მრავალმილიონიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ჰყავს 12,5 ათასი სამრევლო, 100-ზე მეტი მღვდელმთავარი, 250-ზე მეტი მონასტერი და მილიონობით მორწმუნე. ის ამტკიცებს, თითქოს ეს ეკლესია საერთოდ არ არსებობს, ხოლო არსებობს რაღაც სხვა „ეკლესია“, რომელიც მან განხეთქილების ორი დაჯგუფებისგან შეაკოწიწა“.
საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე თვლის, რომ უკრაინაში ჩამოსვლით კონსტანტინოპოლის პატრიარქი კიდევ ერთხელ იმის ჩვენებას გეგმავს, თითქოს უკრაინის ეკლესია წარმოადგენს მის მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ ავტოკეფალურ ეკლესიას. „მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს“, - ხაზი გაუსვა იერარქმა.
მიტროპოლიტმა ილარიონმა დაამატა, რომ ფანარის მეთაურმა „დაუშვა დიდი შეცდომა, რომლის აღიარება მას არ სურს“: „ის ყველანაირად ეცდება დაარწმუნოს მსოფლიო იმაში, რომ ეს მისი შეცდომა კი არ არის, არამედ ყველასი, ვინც მის გარშემოა“.
პაპ ფრანცისკეს უკრაინაში მოწვევის კომენტარებისას, მღვდელმთავარმა ხაზი გაუსვა, რომ ვატიკანის მეთაური ამაზე არ წავა, მას ესმის, რომ რაღაც ფორმით მაინც ჩაითრევენ განხეთქილების მონაწილეთა აღიარებაში.
მანამდე პოლიტოლოგმა მიხეილ პოგრებინსკიმ დაუშვა, რომ პატრიარქი ბართლომე შეიძლება არ ჩამოვიდეს უკრაინაში, თუ ქვეყანაში უფრო მეტად გაღრმავდება არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობა.