თვითონ გადაისხეს სიბინძურე: მეუ-ს განმარტება სადოვეში მომხდარ ფაქტზე

17 April 2021 22:40
14
ერთი ვედრო ბინძური წყალი დააქციეს ლოგინს, სადაც მღვდელის შვილიშვილს ეძინა. ფოტო: pravoslavna.volyn.ua ერთი ვედრო ბინძური წყალი დააქციეს ლოგინს, სადაც მღვდელის შვილიშვილს ეძინა. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

მეუ-ს «დეკანოზმა» განაცხადა, რომ ნამდვილი ქრისტიანი არ ჩაამტვრევს ფანჯრებს და  არ გადაასხამს ბავშვებს ბინძურ წყალს, როგორც ეს მოხდა სადოვეში უმე-ს მღვდელის სახლში.

ვოლინის მხარის სოფელ სადოვეში 15 აპრილს ღამით უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელის სახლზე ბინძური წყლით სავსე სამი ვედროს სროლა სავარაუდოდ თვითონ უმე-ს წარმომადგენლების მიერ იყო დაგეგმილი, განაცხადა ИА «Конкурент» -თან საუბრის დროს მეუ-ს «დეკანოზმა» ვიტალი სობკომ.

მისი აზრით, მეუ-ს მიმდევრებს არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ ამ ფაქტთან, იმდენად რამდენადაც  «ნამდვილი მართმადიდებელი ქრისტიანი სიმართლის დასაცავად ასეთი ხერხებით არ იბრძვის». «დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიმდევრები ამ ფაქტთან არავითარ კავშირში არ არიან, – თქვა ვიტალი სობკომ. დიდი ალბათობით, მოსკოვის საპატრიარქო პროვოცირებს, რომლის ინტერესებშია თავი წარმოაჩინოს როგორც დაზარალებულმა ,,დევნილმა"ეკლესიამ».

შეგახსენებთ, რომ იმ სამი ვედროდან ერთ ერთი, რომელიც უმე-ს მღვდელის სახლს ესროლეს, დაეცა 5 წლის ბავშვის საწოლზე.

სოფელ სადოვეში უმე-ს კუთვნილი ტაძარი წაართვეს 2019 წლის 2 თებერვალს. ამის შემდეგ გრძელდება არაკანონიერი გზით , საეკლესიო სახლიდან  მღვდელის ოჯახის გამოძევება.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს წარმომადგენლებმა სოფელ სადოვეში მღვდელის სახლს ბინზური წყლით სავსე ვედროები დაუშინეს და ფანჯრები ჩალეწეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ