მეუ-ში "იერარქმა" დააჯილდოვა კლირიკი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მსახურება

17 April 2021 00:40
18
მეუ-ს «ეპისკოპოსი» ვიქტორ ბედი და «დეკანოზი» ანატოლი ნატოლოჩნი. ფოტო: kau.com.ua მეუ-ს «ეპისკოპოსი» ვიქტორ ბედი და «დეკანოზი» ანატოლი ნატოლოჩნი. ფოტო: kau.com.ua

იმიერკარპატების მეუ-ს "ეპისკოპოსმა" ვიქტორ ბედმა მედლით დააჯილდოვა კლირიკი ანატოლი ნატოლოჩნი,რომელიც 1 წლით ადრე აუკრძალა მეუ-ს "ეპისკოპოსმა"ბარსონოფ რუდნიკმა მსახურება.

6 აპრილს მუკაჩოვის და კარპატის მეუ-ს "ეპისკოპოსმა" ვიქტორ ბედმა დააჯილდოვა "ეპისკოპოსი" ანატოლი ნატოლოჩნი "უკრაინის მოციქულის ანდრია პირველწოდებულის"სამკერდე ნიშნით, იუწყება ეპარქიის პრეს-სამსახური.

ბედმა გადასცა ჯილდო ნატოლოჩნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის და წმინდა ქიროტონიის 20-წლისთავის დღესთან დაკავშირებით."

თუმცა ერთი წლით ცოტა ადრე, 2020 წლის მაისში, სხვა იმიერკარპატების  მეუ-ს "იერარქმა", უჟგოროდისა და იმიერკარპატების "ეპისკიოპოსმა" ბარსონოფ რუდნიკმა  აუკრძალა ნატოლოჩნის მსახურება დაუმორჩილებლობისა და ბრძანებულებების შეუსრულებლობისათვის. ამასთან ითქვა, რომ კლირიკი, რომელიც გადაწყვეტს იმსახუროს მოუხედავად აკრძალვისა,  "სრულიად უნდა განიკვეთოს ეკლესიისაგან."

ამგვარად, ერთმა იმიერკარპატების მეუ-ს "ეპისკოპოსმა" (ბედი) დააჯილდოვა "მღვდელი", რომელსაც აუკრძალა მსახურება  იმიერკარპატების მეორე  "ეპისკოპოსმა" (რუდნიკმა).

როგორც მჟკ  იუწყებოდა, ადრე ხარკოვ-პოლტავის მეუ-ს"ეპისკოპოსმა" ათანასე შკურუპმა დაადანაშაულა ხარკოვის მეუ-ს"ეპისკოპოსი" მიტროფანე ბუტინსკი ტაძრების თავის ეპირქიაში რეიდერული მიტაცების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ