ესპანეთში ქალი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მამაკაცს "გეი" უწოდა

26 February 14:42
1306
ბარსელონას სასამართლო. ფოტო: Confilegal ბარსელონას სასამართლო. ფოტო: Confilegal

ბრალდებული „ტრანსფობიისთვის“ გაასამართლეს.

ესპანეთში, ბარსელონაში ქალს მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და 2850 ევროს ოდენობის ჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, სადაც მან ტრანსგენდერ მამაკაცს "გეი" უწოდა და ეჭვი შეიტანა მის იდენტობაში, იუწყება Confilegal.

სასამართლო ამტკიცებს, რომ ამ გზით ბრალდებულმა „დაამცირა ტრანსგენდერი ქალი“.

განჩინების მიხედვით, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ X-ში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „გეი მკერდით. ის ვერ ეგუება იმას, რომ მე ქალი ვარ და ღრმა სიძულვილი აქვს ჩემს მიმართ“.

ბარსელონას სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს სპორტის სფეროში მასწავლებლობისა და მუშაობის უფლება სამწელიწად-ნახევრის მანძილზე ჩამოერთვა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ისრაელის პარლამენტის წევრი და მისი პარტნიორი "მშობლები" გახდნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ