უნეტარესი ონოფრე: ყველაზე ძლიერი ლოცვა არის ის, რომელიც მდაბალი გულიდან მოდის

25 February 17:38
823
ლიტურგია ლავრის აღაპიტის ეკლესიაში. ფოტო: пресс-служба УПЦ ლიტურგია ლავრის აღაპიტის ეკლესიაში. ფოტო: пресс-служба УПЦ

მიტროპოლიტმა ონოფრემ მსახურება ლავრის აღაპიტეს ტაძარში ჩაატარა.

2024 წლის 25 თებერვალს, მეზვერისა და ფარისევლის კვირას, კიევის მიტროპოლიტმა ონოფრემ მსახურება ჩაატარა კიევ-პეჩერის ლავრის აღაპიტეს ტაძარში, იუწყება უმე-ს პრეს-სამსახური. 

თავის ქადაგებაში უნეტარესმა განმარტა, თუ რატომ შეისმინა ღმერთმა მეზვერის ლოცვა და არა ფარისევლის.

„დღეს ღმერთმა მეზვერისა და ფარისევლის იგავით შეგვახსენა, თუ როგორი უნდა იყოს ლოცვა. ლოცვა მიმართვაა, ღმერთთან საუბარი, სუნთქვა სულისა, რომლის საშუალებით ადამიანი ღვთის მადლს იღებს და ის  მას კვებავს“, - თქვა მიტროპოლიტმა ონოფრემ.

მან შეგვახსენა, რომ ლოცვა სხვადასხვანაირია: ვედრების, სინანულის, დიდების და სამადლობელი. მისი სიტყვებით, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძირითადად ვედრების და სინანულის ლოცვებია, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ღვთისადმი მადლიერება ყველაფრისთვის და ყოველთვის. ყველაზე ძლიერი ლოცვა კი მდაბალი გულიდან მოდის.

„ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“ (იაკ. 4,6), - თქვა წინამძღოლმა. -  რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, ადრე თუ გვიან დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ღვთის მიერ თავის დროზე ამაღლდება (მთ. 23, 12)“.

უნეტარესმა აგრეთვე შეგვახსენა, რომ ყველა მადლი, რაც გაგვაჩნია - ღვთისგანაა.

„ღმერთი შემოქმედია, ჩვენ კი ქმნილებები. ამ გაგებით ადამიანი მდაბალი უნდა იყოს. ის, ვინც ნიჭებით ამაყობს, ითვისებს მათ, დამნაშავე ხდება. მდაბალი ადამიანი კი გვიჩვენებს, რომ ნიჭები მისი კი არა, ღვთისაა. ამრიგად, თუ ადამიანს შემოქმედის მიმართ სწორი დამოკიდებულება აქვს, ღმერთი ადამიანში ტალანტებს ამრავლებს“, - თქვა მან.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უნეტარესმა ონოფრემ უკრაინელებს რფ-ის შეჭრის მეორე წლისთავზე მიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ