ნაკრძალმა ლავრას ღირსი პეჩორელი მამების ნაწილების გადაცემა მოთხოვა

25 February 12:09
4913
ახლომდებარე გამოქვაბულები. ფოტო: сайт Киево-Печерской лавры ახლომდებარე გამოქვაბულები. ფოტო: сайт Киево-Печерской лавры

ოსტაპენკომ განაცხადა, რომ ის ქმნის  ღირსი პეჩორელი მამების ნაწილების მიმღებ კომისიას, ახლო მღვიმეებში დასვენებულთა, რომლებსაც მან „კულტურული ღირებულებები“ უწოდა.

„კიევ-პეჩერის ლავრის“ ნაკრძალის უფროსმა მაქსიმ ოსტაპენკომ მონასტრის სახელზე დაწერილ წერილში განაცხადა, რომ 27 თებერვლიდან მუშაობას დაიწყებს „კულტურული ღირებულებების დაბრუნების კომისია მათი აღრიცხვის მიზნით“, რომლებიც „ფაქტიურად ახლო მღვიმეებში მდებარეობენ“. ამის შესახებ თავის ტელეგრამ-არხზე იუწყება ლავრის ადვოკატი ნიკიტა ჩეკმანი.

ის ყვებოდა, რომ ეს  წერილი მონასტერმა მიიღო მას შემდეგ, რაც უარი ითქვა 2024 წლის 24 თებერვალს ახლო მღვიმეებში მეუ-ს „ღვთისმსახურების“ ხელშეწყობაზე, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო მეუ-ს „ვიშგოროდის არქიეპისკოპოს აღაპიტეს“. ადვოკატმა დაურთო მონასტრისა და ნაკრძალის მიმოწერა, სადაც ბერები განმარტავდნენ, რომ ასეთი „ღვთისმსახურება“ შეუძლებელია ორი მიზეზით. პირველი - უმე და მეუ არ იმყოფებიან ევქარისტულ ერთობაში. მეორე - მონასტერი მღვიმეებში აკეთებს რემონტს, რომელსაც ბერები თავად ნაკრძალის თხოვნით აკეთებენ.

„ნაკრძალისა და ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციის  წარმომადგენელთა ცინიზმს და აშკარა მანიპულაციებს საზღვარი არ აქვს, - დაწერა იურისტმა. - პირველ რიგში, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ნაკრძალის 2023 წ. 10.08-ის N 04-07/91 ბრძანების თანახმად, 2023 წ. 11 აგვისტოს 7:00-დან  ქვედა ლავრის ტერიტორიაზე შესასვლელი მნახველებისთვის დაკეტილია. შემდეგ ნაკრძალმა წერილობითი თხოვნით მიმართა მონასტერს მღვიმეებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ. მონასტერი დათანხმდა (მიუხედავად ყველაფრისა),  რაზეც შეატყობინა ნაკრძალის წარმომადგენლებს, აგრეთვე მიმოწერის ფორმით, და შეუდგა სარემონტო სამუშაოებს. ამის შემდეგ უეცრად მოდიან უკრაინაში ყველაზე პატრიოტული რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები (რომლებიც არასდროს არ მანიპულირებენ ომის უბედურებით) და ითხოვენ მღვიმეების გახსნას, სადაც უკვე ტარდება სარემონტო სამუშაოები (რის შესახებ მათ „თითქოს“ არ იციან), რომ შემდეგ ვინმეს დააბრალონ, ვითომ მათ არ უშვებენ ან რაღაც წინააღმდეგობას უქმნიან... დამთხვევაა? არა, დამთხვევას არ გავს!“

მანამდე მჟკ წერდა, რომ ლავრამ ნაკრძალის ხელმძღვანელს ზიზღის გაღვივების გამო პოლიციაში უჩივლა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ