ბოიანჩუკში წართმეულის ნაცვლად ახალი ტაძარი ააშენეს

17 April 2021 23:55
9
უმე-ს ტაძარი სოფელ ბოიანჩუკში. ფოტო: скриншот Youtube-канала «Витражи: о вере в красках» უმე-ს ტაძარი სოფელ ბოიანჩუკში. ფოტო: скриншот Youtube-канала «Витражи: о вере в красках»

ბუკოვინის მიტაცებული ტაძრის სტაროსტამ თქვა, როგორ შეძლო მრევლმა მიეღწია ახალი ეკლესიის აშენებისათვის და რატომ ვერ შეძლეს ამისთვის მიწის ნაკვეთის მიღება.

ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის სტაროსტა ბუკოვინის სოფელ ბოიანჩუკში დიმიტრი როგოვიკი ყვება, როგორ შეძლეს მორწმუნეებმა ტაძრის აშენება მას შემდეგ, რაც მეუ-ს მომხრეებმა  მათი ტაძარი ხელში ჩაიგდეს.

დაახლოებით წელია სოფელში არ ჩატარებულა მსახურება, ხოლო მეზობელ გრუშევცში ადამიანებს უწევდა შეკრება საცხოვრებელ სახლებში, იმისათვის რომ ელოცათ.

"ჩვენ  შესაფერისი სახლიც კი არ გვქონდა. საერთოდ არაფერს არ ვმსახურობდით,-გაუზიარა თავისი მოგონებები სტაროსტამ არხს «Витражи: о вере в красках». -ჩვენ ვთხოვეთ სოფლის საბჭოს მოეცათ ჩვენთვის ადგილი  ტაძრის მშენებლობისათვის ძეგლის გვერდით, მაგრამ ჩვენ გვიპასუხეს, რომ იქ დაგეგმილია სპორტული მოედნის მშენებლობა, და უარი გვითხრეს".

მამაკაცის სიტყვებით, მორწმუნეებს ასევე აუკრძალეს  ნათლისღების და შობის დღესასწაულებზე ადგილობრივ სამლოცველოში შეკრება.

"პოლიცია იყო ჩვენს გვერდით, მაგრამ ხელს არ გვიშლიდა, - გაიხსენა მან.-ჩვენ ჩავატარეთ ლოცვა ქუჩაში და არა სამლოცველოში". ამის შემდეგ მორწმუნეებმა დაწერეს განცხადება საოლქოსახელმწიფო ადმინისტრაციაში ტაძრის მშენებლობის აკრძალვის თაობაზე.

მალე სოფლის საბჭოს თავჯდომარემ გამოუყო მორწმუნეებს ადგილი ტაძრისათვის ძველ სასაფლაოზე. თუმცა იქ მივიდნენ მეუ-ს მხარდამჭერები და "ატეხეს ყვირილი". "თავჯდომარემ დაინახა, რომ ადამიანები წინააღმდეგ არიან, და ჩვენ ისე უარი გვითხრეს",-თქვა როგოვიკმა.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მეზობელ სოფელში ჩავიდა ჩერნოვიცის და ბუკოვინის მიტროპოლიტი მელეთი (ეგორენკო), რომელმაც აკურთხა იქ ახალი ეკლესიის აშენება.

"მეც წავედი იქ და ვისაუბრე მეუფესთან. ვუთხარი,რომ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ჩვენთან ტაძარი, -იხსენებს სტაროსტა.- მეუფემ გვაჩვენა რამდენიმე ადგილი და ყველა აკურთხა".

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ სტაროსტას შეატყობინეს, რომ გამოჩნდა ნაკვეთი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ მშენებლობისათვის. მამაკაცმა სცადა ესარგებლა ამ შესაძლებლობით და  ცოტა ხნის გასვლის შემდეგ მოიპოვა მშენებლობის გეგმა.

"მშენებლობის საძირკველში ქვის ჩასადებად  ჩვენთან ჩამოვიდა მეუფე და გვაუწყა, რომ ჩვენი სიტუაციის შესახებ იცის უნეტარესმა და ძალიან გახარებულია ახალი ტაძრის მშენებლობით",-თქვა მან.

მიტროპოლიტმა მელეთიმ ასევე გადასცა სოფლის მორწმუნეებს დახმარება ტაძრის მშენებლობისათვის.

ადრე უმე-ს იერარქმა აკურთხა ახალი ტახტი და განახლებული ტაძარი, რომელიც დაზარალდა ეკლესიური რეიდერობის შედეგად სოფელ ოშიხლების თემის მიერ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ