,,თავისუფლების’’ პოლიტიკოსმა უმე-ს ტაძრების წართმევის მოწოდება გააკეთა
უკრაინული გაერთიანება,,სვაბოდას’’ წევრმა იგორ მიროშნიჩენკომ განაცხადა,რომ უმე-ს ტაძრები უნდა წაართვან და ,,დაუბრუნონ დედა ეკლესიას’’,მღვდელმსახურები ქვეყნიდან გაასახლონ.
უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ტაძრები «ერთხელ და სამუდამოდ დეპორტირებულ უნდა იქნას უკრაინიდან» მღვდელმსახურებთან და მიტროპოლიტ ონუფრესთან ერთად, განაცხადა უმაღლესი რადის ყოფილმა დეპუტატმა უკრაინული გაერთიანება «თავისუფლების» წევრმა იგორ მიროშნიჩენკომ.
პოლიტიკოსმა თავის Facebook გვერდზე ტრანსლირების დროს მოწოდება გააკეთა, გააძევონ უკრაინიდან კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლები. ტრანსლაცია ხდებოდა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის უმე-ს დედათა მონასტრის ტერიტორიიდან.
უკრაინული ეკლესიები უნდა წავართვათ და «დავაბრუნოთ დედა ეკლესიის წიაღში», განაცხადა მიროშნიჩენკომ. ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს იგი «დედა ეკლესიის» ქვეშ. ხშირად, უკრაინულ მართმადიდებლობასთან მიმართებაში, პოლიტიკოსები ასე ეძახიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.
მიროშნიჩენკომ მონასტრის მკვიდრთ უწოდა «ნაძირლები» და უკანონო მშენებლობაში დაადანაშაულა. მან აჩვენა შენობები, რომლებიც დგას მონასტრის კუთვნილ ტერიტორიაზე,და თქვა, რომ მას აშენებენ «ნაკრძალის ფონდის მიწაზე». მას თავისი სიტყვების დასამტკიცებლად არანაირი არგუმენტი არ მოუყვანია.
ადრე ზოგიერთ საინფორმაციო რესურსზე გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს უმე ცდილობდა ,,თეოფანეში’’ პარკის ტერიტორიის მიტაცებას. თუმცაღა ნაკრძალის ხელმძღვანელობამ ხაზგასმით თქვა, რომ ტერიტორია, რომლის შემოღობვაც რამდენიმე ხნის წინ დაიწყეს,დიდი ხანია უმე-ს მონასტერს ეკუთვნის.
«ეს ტერიტორია, რომელიც შემოღობეს, ეკუთვნის მონასტერს და მანამდეც ეკუთვნოდა , სანამ დააარსებდნენ ინსტიტუტს , – განაცხადა სახელმწიფო დაწესებულება “უკრაინის ევოლუციური ეკოლოგიის ინსტიტუტის НАН ” დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი იურჩუკმა. – 10 წელზე მეტია... ის საკადასტრო კოდითაც წარმოადგენს მონასტრის საკუთრებას».
როგორც მჟკ იუწყება, უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალმა ბრძანა უმე-ს მონასტრის «გაწმენდა».