მეუ-ს „მღვდელმა“ ფანარიონში იჩივლა მისი „ეპისკოპოსის“ ქმედებების გამო
მეუ-ს კლირიკოსი „მსახურების“ აკრძალვის გამო აპირებს,ტომოსთან შესაბამისობაში,შეიტანოს აპელაცია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში და გაასაჩივროს მეუ-ს „ეპისკოპოსის“ქმედებები.
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლის ეპარქიის „მღვდელმა“ საჩივარი შეიტანა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ტერნოპოლისა და ბუჩაცკის ეპისკოპოსის ტიხონ პეტრანიუკის ქმედებებზე, იუწყება საიტი „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლის ეპარქია“.
რომან ბუძინსკიმ დაწერა წერილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის მდივნის მოადგილის, დიაკვნის გროგოლ ფრანკაკისის სახელზე (ახლა ის სინოდის გენერალური მდივანი გახდა - რედ.), სადაც ითხოვდა აეხსნათ მისთვის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების 2 სტატიის XI ნაწილის გამოყენების წესი, სადაც ნათქვამია, რომ „ნებისმიერი წოდების მღვდელმსახურს, რომელიც საბოლოოდ გასამართლებულია თავისი საეკლესიო ხელისუფლების მიერ შეუძლია გამოიყენოს უფლება და მიმართოს აპელაციით მსოფლიო პატრიარქს, შესაბამისად იმისა, როგორც ეს გათვალისწინებულია წმინდა კანონებით (მეოთხე მსოფლიო კრების 9 და 17) და ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკით“.
ეს ინფორმაცია მას ჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის 9 ოქტომბერს ტიხონ პეტრანიუკმა აუკრძალა მას „მღვდელმსახურება“.
რომან ბუძინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ არც პირადად მას, „არც ტერნოპოლის ოლქის სოფელ პოჩაპინცის წმინდა მენელსაცხებელ დედათა გაერთიანებას არასდროს არ მიუღია გადაწყვეტილება შესულიყვნენ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლ-ბუჩანსკის იურისდიქციაში“.
მან განაცხადა, რომ მომავალში გეგმავს პეტრანიუკის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, „ვინაიდან ის ბოლომდე არ შეესაბამება ტრადიციულ მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას და კანონიკას“.
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „კლირიკოსი“ ფანარის წმინდა სინოდის მდივნის მოადგილეს უყვებოდა იმის შესახებ, რომ ტერნოპოლის ოლქში ამჟამად უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სამი „ეპისკოპოსი“ „მოქმედებს“: ტერნოპოლისა და კრემენეცკის ნესტორ პისიკი, ტერნოპოლისა და ბუჩაცკის ტიხონ პეტრანიუკი და ტერნოპოლისა და ტერებოვლიანსკის პაველ კრავჩუკი.
რომან ბუძინსკის სიტყვებით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ზემოთჩამოთვლილი „იერარქები“ სხვადასხვანაირად აღიქმებიან ტერნოპოლის ოლქის მაცხოვრებლების მიერ. მაგალითად, ნესტორი და პავლე „დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ“, ხოლო ტიხონის რეპუტაცია „ჩვენს მრევლში და ტერნოპოლის მაცხოვრებლებში არაერთგვაროვანია“.
სწორედ პეტრანიუკის რეპუტაციის გამო, ამტკიცებს რომან ბუძინსკი, მისი ტაძრის მრევლმა „კატეგორიული უარი განაცხადა“ შესულიყო იმ ეპარქიის შემადგენლობაში, რომლის სათავეში პეტრანიუკი იდგა.
ბუძინსკიმ შეატყობინა ფანარს, რომ ტიხონი „სისხლის სამართლის წარმოების ფიგურანტია, საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 190 სტატიის მე-4 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა).
გარდა ამისა, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი ყვებოდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა უშიშროების სამსახურის ინფორმაცია ტიხონის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ „სახელმწიფო უშიშროების“ ორგანოებთან.
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა, ვინც ბუძინსკის გაერთიანებას მიეკუთვნებიან, მიმართეს ეპიფანე დუმენკოს თხოვნით მიანიჭოს მათ გაერთიანებას სტავროპიგიის სტატუსი.
თუმცა, როგორც „რომფეა“ წერს, ტიხონმა „არ ცნო ეს გადაწყვეტილება. ის ძველებურად მართავს თავის გაერთიანებებს და უკრძალავს მსახურებას იმ მღვდლებს, რომლებიც მას არ ემორჩილებიან“.
გამომცემლობა აგრეთვე ყვებოდა, რომ ტიხონ პეტრანიუკმა დატოვა ცოლი და 7 წლის შვილი 2009 წელს და გახდა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „ეპისკოპოსი“, მაგრამ ფინანსური მაქინაციების გამო მას აეკრძალა „მსახურება“ ფილარეტის სინოდის მიერ. მოგვიანებით ის გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში, იქედან კი აღმოჩნდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქიაში“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 2018 წლის 6 დეკემბერს ტერნოპოლის ოლქის სოფელ ვინიატინცის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიის „არქიეპისკოპოს“ ტიხონ პეტრანიუკსა და მრევლს შორის, „წინამძღვრის“ იოანე ბოიკოს ხელმძღვანელობით, გაიმართა ჩხუბი.